სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „სლოვანმა“ ბრატისლავაში 5:0 გაანადგურა „სენიცა“, მასპინძელთა გუნდში კი გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა.
კანკავამ 20 მეტრიდან გაიტანა თავისი სადებიუტო გოლი „სლოვანში“.
კანკავამ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს.
„სლოვანი“ 49 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსანი ტრნავას „სპარტაკი“ 7 ქულით ჩამოიტოვა (რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 19 თებერვალს სტუმრად „პოჰრონიეს“ შეხვდება.
მე არ მინდა კაშია კაპიტნად