აქტიური კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს, "რუბინმა" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინი" სეზონის განახლებისთვის ემზადება, კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდა და 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია, ბათუმის "დინამოსთან" მატჩის მსგავსად, ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს დისკომფორტი იგრძნო და მოედანი დატოვა.

ქართველი გარემარბი საკმაოდ აქტიური იყო და მარცხენა ფლანგიდან შეტევის გამწვავება რამდენჯერმე სცადა. ხვიჩამ ერთხელ თამაშის წესიც დაარღვია - მეტოქის მცველი პირით ხაზთან წააქცია. უკეთეს პოზიციაში მყოფი, თანაგუნდელებს რომ შეემჩნიათ, კვარაცხელიას გატანაც შეეძლო, ერთხელ კი დრაიერმა პასი დაუგვიანა. ამ ეპიზოდის შემდეგ ხვიჩა მოედნიდან გავიდა. სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით
აღარ გარისკეს.

რაც შეეხებათ სამარელებს - ისინი პერიოდულად თამაშის კონტრშეტევებზე გამწვავებას ცდილობდნენ, რაც არ გამოსდიოდათ...

აღსანიშნავია, რომ სლუცკი ქართველ ფეხბურთელს აქტიური პრესინგისკენ საკმაოდ ხშირად მოუწოდებდა...

ანგარიში მე-19 წუთზე ანდრეს დრაიერმა გახსნა, რომელმაც წინ გამოსული მეკარე შენიშნა და ბურთი თავზე გადაუგდო. დანიელმა ფეხბურთელმა ტაიმის ბოლოს დუბლი შეასრულა - მოგერიებულ თერთმეტმეტრიანს დაამატა...

მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა - დრაიერმა 53-ზე ჰეთ-თრიკი გაიფორმა, მეოთხე გოლი კი მალევე კორეელმა ჰვანგმა გაიტანა. 75-ზე ზოტოვმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 5:0.

პრემიერლიგაში გასამართ შეხვედრამდე "რუბინი" მოსკოვის "დინამოს", ცსკა-სა და "ტობოლს" დაუპირისპირდება.

alt"კვარაცხელიას ფასი არ შეიცვალა (20 მილიონი), მაგრამ მოვრიგდებით" - "რუბინის" დირექტორი

alt"კვარაცხელიაზე კინოსცენარის დაწერაა საჭირო" - ამბობს "რუბინის" დირექტორი



მკითხველის კომენტარები / 9 /
ფორმაში რო იყო მაშინ აკრიტიკებდა მწვრთნელი დრიბლინგზე ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავსო და ეხლა რას თხოვს ჯერ რო არ არის გამოჯამრთელებული
შოკირებული გულშემატკივარი
19:14 14-02-2022
1
დრიბლინგი კარგია მაყურებლისთვის, კარგი თვალსასეირო სანახაობა გამოდის, მაგრამ ფუჭია გუნდისთვის თუ მას თამაშის გამწვავება და გოლი არ მოსდეს. ანუ დრიბლინგი სასარგებლოა საჯარიმოში, მცველს ჩამოიშორებ და მეკარესთან გადიხარ. გარეთ კი რაც მალე გაივლი მოედნის ცენტრს მით უკეთესი. ცენტრს კი დროული პასით გადიან. ეს ანბანია ფეხბურთის.
ჟორა
19:07 14-02-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული