Eldesmarque-მა "ვალენსიას" საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარას წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ კლუბს რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მართებს; ყველაფერი, როგორც ყოველთვის, იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელ ადგილზე გავა გუნდი საბოლოოდ ლა ლიგაზე, თუმცა უეჭველია, კვლავ ამაოება ელის.
გამოცემამ დეტალურად განიხილა მოსალოდნელი ტრანსფერები და ჩვენთვის საინტერესო, გიორგი მამარდაშვილის პერსპექტივასაც შეეხო:
"მოუკარ დიაჰაბის, იასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს კონტრაქტები 2023 წელს უმთავრდებათ. ამიტომ მათ მიმართ გადაწყვეტილება უკვე ახლავეა მისაღები. ზაფხულში ისინი ან გაახანგრძლივებენ ხელშეკრულებებს, ან წასვლა მოუწევთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი ერთ ევროსაც ვერ მიიღებს.
აქ მწვრთნელის სიტყვა გადამწყვეტი იქნება. ხოსე ბორდალასმა და კლუბმა უნდა გადაწყვიტონ, არჩევანი მათზე გააკეთონ თუ საინტერესო წინადადებების მიღების შემთხვევაში გაასხვისონ. ამ შემთხვევაში შანსი გიორგი მამარდაშვილსა და კრისტიან რივეროს მიეცემათ. ეს საკითხი ცენტრალური და ყველაზე რთულია - ქართველი მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოიყვანეს, მისი კონტრაქტი მხოლოდ ნახევარ მილიონ ევროდ გამოისყიდეს, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და შესაძლოა, მომავალ 4 სეზონში გუნდის ძირითადი გოლკიპერი გახდეს".