თურქულ შეკრებაზე "რუბინი" ამხანაგურ მატჩში მოსკოვის "დინამოს" დაუზავდა - 2:2.
ყაზანურ გუნდში 27-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ხვიჩა კვარაცხელია და 70-ე წუთზე გოლიც გაიტანა, რომელმაც "კრილია სოვეტოვთან" სპარინგში მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
დედაქალაქური კლუბის თხოვნით, შეხვედრა დახურულ რეჟიმში, ტრანსლაციის გარეშე ჩატარდა.
ყაზანური გუნდიდან, ხვიჩას გარდა, გოლი ტალბიმ გაიტანა, ხოლო მოსკოველთაგან - ზახარიანმა და ფომინმა.
"რუბინი" შეკრებაზე კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს - 20 თებერვალს მოსკოვის ცსკა-სთან და 21 თებერვალს "ტობოლთან", 28 თებერვალს კი, ჩემპიონატის მე-19 ტურში, სანქტ-პეტერბურგში ლიდერ "ზენიტს" დაუპირისპირდება.
ვიდეო აღებულია ხვიჩა კვარაცხელიას ფან-გვერდიდან.