"იების" შემტევმა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რაც მოსკოვის "სპარტაკიდან" სერია "ა"-ში გადაბარგდა, მხოლოდ 9 შეხვედრაში ითამაშა და თავი არ გამოუჩენია. რუს ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 2011 წლიდან იწვევენ, ყველაზე კარგი პერიოდი 2008-16 წლებში, მოსკოვის "დინამოში" ჰქონდა.
sportbox-ი პრემიერლიგის ყველა გუნდის ვარიანტს განიხილავს, ყაზანის "რუბინთან" დაკავშირებით კი წერს:
"დესპოტოვიჩის "არსენალში" წასვლის შემდეგ ლეონიდ სლუცკის ერთგვარი რევანშის სურვილი ამოძრავებს და მას კოკორინის
უკეთესი კანდიდატის შერჩევა რთული იქნება."
ითამაშებს თუ არა ხვიჩა? - "რუბინი" VS "დინამო" დახურულ კარს მიღმა