კვიპროსის მიმდინარე ჩემპიონატზე "დოქსას" 30 წლის შემტევმა ავთო ებრალიძემ ჩატარებულ 12 მატჩში მე-3 გოლი გაიტანა.
21-ე ტურში "დოქსა" საკუთარ მოედანზე "პაფოსს" დაუზავდა (1:1), ებრალიძემ შეუცვლელად ითამაშა და 22-ე წუთზე შორიდან ძლიერი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.
ებრალიძე "დოქსაში" ზაფხულში პორტუგალიის "ლეიშოეშიდან" გადავიდა და ტრავმის გამო ორ თვეზე მეტი გაუცდა.
"დოქსა" 19 ქულით მე-9 ადგილზეა და 27 თებერვალს "პაეეკს" უმასპინძლებს.