ქართველი "ათიანი", რომელიც გასული სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა, ცენტრფორვარდად ვიხილეთ და 90 წუთი დაეთმო. ამ პოზიციაზე მას საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია.
მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარის აღებას ვერ ახერხებდნენ - სტუმართა 27 წლის მეკარე სინგ-იუნ გუ დამაჯერებელი იყო. აღსანიშნავია, რომ 63-ე წუთიდან "გიმჩეონი" კაცნაკლული თამაშობდა.
შეგახსენებთ, ყაზაიშვილმა გასულ სეზონში 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი ჰქონდა.
მომდევნო ტურში, 26 თებერვალს, "ულსანი" "სეონგნამს" ესტუმრება, რომელიც 1-ელ ტურში (0:2 "განგვონთან") დამარცხდა.
ყაზაიშვილი საუკეთესოა - ქართველი ნახევარმცველი გამოარჩიეს
ყაზაიშვილის მაგარი გოლი და ვაკო ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
ყაზაიშვილის დუბლით "ულსან ჰიუნდაიმ" იმარჯვა - ვაკო ჩინებულ ფორმაშია [VIDEO]