მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე
დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.

შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.

„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)

მკითხველის კომენტარები / 53 /
მე-4 გოლზე ვინც აპელირებთ, თვალის ექიმს გაესინჯეთ! ამხელა 2 მეტრიანი რიკოშეტი!
Რაგბის ფანი
21 თებერვალი 2022 04:43
6
ცოტა ობიექტურები რომ იყოთ ვერა? როგორ მე-4 გოლი არ გინახავთ თუ თავს ისულელებთ. არ იყო მეკარის ბრალი?
დავით 67
21 თებერვალი 2022 02:19
9
არ იყო მეკარის ბრალი,აგერ ობამეიანგს ჩაუთვალეს ეგ გოლი.ძლიერად დარტყმული მოხვდა,მიმართულება შეიცვალა და თან მეკარის უკან ჩაეშვა კარში.საწყის დარტყმაზე რეაგირება რომ არ გაეკეთებინა,მაშინაც ძნელი ასაღები იქნებოდა ასეთი ტრაექტორიით წასული ბურთი და რეაქციის შემდეგ სხეული გადაჯგუფება ხომ კიდევ უფრო ძნელია.არ ვამბობ,რომ დამაჯერებელი იყო,მაგრამ ვერც ერთ გოლზე ვერ იტყვი,რომ მეკარის შეცდომის შედეგად გავიდა.
სოსო
21 თებერვალი 2022 15:04
0
მეოთხე გოლი წინ მდომ ფეხბურთელს მოხვდა და ტრაექტორია შეიცვალა, ასე რომ არც ისე ობიექტური ხარ ამ შემთხვევაში
giorgi
21 თებერვალი 2022 05:26
5
ყველა გამოხმაურება
ეს ბიჭი უდიდესი გუნდების წინააღმდეგ თამაშობს და კიდევ დიდხანს იქნება იქ.ამ კომეტარების პატრონები კი ნაღდად მეცოდება
cheroeli
21 თებერვალი 2022 01:19
2
ვალენსიამ ითამაშა ძალიან ცუდად.მამარდა არც ერთ გოლში არაა დამნაშავე.ასეთი დაცვა ნებისმიერ მეკარეს შეუქმნის პრობლემებს.მთავარია დინჯად,მანდრაჟის გარეშე თამაშობდა ვალენსიას კი გამოღვიძება აშკარად არ აწყენდა.
მერა
21 თებერვალი 2022 01:15
3
ამდენი ბოღმიანი ერთად საიდან შეიყარეთ თქვე მართლა არაფრის მაქნისებო!
გეგი
21 თებერვალი 2022 01:00
3
მესამე გოლი ობსაიდი იყო, 2-1ზე სხვა თამაში წავიდოდა და მესამე გოლსაც არ გაუშვებდა. მოკლედ გუნდი უნდა განვითარდეს.
დდდ
21 თებერვალი 2022 00:39
2
მამარდამ კი არა ბორდალასმა წააგო. ხავიმ ზუსტად გათვალა, რომ ხელოვნურ თამასგარეზე ითამაშებდა ვალენსია და პირველი ორი გოლი ამ პროცესში მყოფი ვალენსიელი მცველების ზურგში სიღრმიდან შეჭრილი თავდამსხმელის წყალობით შექმნა. 0:2-ის მერე საერთოდ რა აზრი აქვს მანდ რა ხდებოდა. იმას არ ვამბობ, რომ მაგარი მატჩი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი გუნდის მცველებზე და მწვრთნელზე უარესი ნამდვილად არ ყოფილა. ისე მე მამარდას მიმდინარე თამაშებს განვიხილავ, როგორც უდიდეს გამოცდილებას. მეკარეა, კიდევ 2-3 წელი რომ იყოს ასე, ხან სათადარიგო, ხან ძირითადში თვით ბარსას ან რეალის წინააღმდეგ, რა უშავდება რო? ამის მერე კიდევ 10-15 წელი მაინც რჩება უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. ასე, რომ ჩასაფრებულო ვითომ ქართველებო, თქვენს თავებს მიხედეთ, თორემ მამარდას უკვე აქვს ამქვეყნიური სამოთხის ბილეთი და რა ძაანაც არ უნდა გინდოდეთ, ნამდვილად არ დაკარგავს!!!
ქომაგი
21 თებერვალი 2022 00:27
1
მეკარემ გაშვებული გოლისდროსაც დამაჯერებელი მოძრაობა უნდა გააკეთოს
მ.მ
21 თებერვალი 2022 00:06
5
მართალია, ან შიშით თამაშობს ან რეაქციის სისწრაფე აკლია.
არდილეს
21 თებერვალი 2022 10:24
0
აწი დიდი ხნით დაემშვიდობება ძირითად შემადგენლობას...
Dato
20 თებერვალი 2022 23:57
28
მამარდაშვილს რო გაშვებულ გოლებს დააბრალებ ან ფეხბურთის აზრზე არ ხარ ან თამაშისთვის არ გიყურებია. ანეგდოტს გავს მამარდაშვილზე გოლების დაბრალება.
barca
20 თებერვალი 2022 23:27
7
სხვა თუ არა,პედრის გოლი მამარდაშვილის სინდისზეა.
თემო
20 თებერვალი 2022 23:58
16
კარგი, კარგი ერთი რა ნუ გამოხვედი შენ მარტო ფეხბურთის მცოდნე. სუბიექტური ხარ აშკარად. მეც სუბიექტური ვარ ქართველს, რომ ეხება, მაგრამ რრალობის ჰანცდა არ უნდა დაკარგო ადამიანმა
ზურა
20 თებერვალი 2022 23:49
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული