მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე
დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.

შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.

„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)

მკითხველის კომენტარები / 53 /
1-ელ გოლზე 1-1 ზე დარჩა და 9იანში დაურტყეს. მე-2 ზე 2 მეტრიდან დაურტყეს, მე-3 ც ზუსტად იგივენაირად. მე-4 ზე ობამეიანგს ხელში მოხვდა ბურთი და შეიცვალა ტრაექტორია.. და მეკარეა კარლსონი კიარა.. ბრავო მამარდ. კარგი იყავი
ილია
20 თებერვალი 2022 23:21
6
ახლა ვნახე გოლები და პირველ გილზე რეაგირება შეეძლო,თავის კუთხეში გაუტანა. 2ე,3ე აქ ვერავინ ვერაფერს იზავდა.4ე გოლი შორიდან დარტყმული გაუშვა,ნუ უკვე ფსიქოლოგიურად როგორც მისი ყველა გუნდელი მოშლილი იყო.
ჩემი შეფასებით ტრაგედია არაა და შემდეგ ტურშიც სასტარტოში ველოდები.
რა თა უნდა მოსამატებელი აქვს,მაგრამ ახლა ხო სწავლობს და უმატებს-იმ სილესენმაც ხო როდისღაც ისწავლა.
ომდევნო სეზონში ბევრად ძლიერი მეკარე იქნება და დროა ლორიაც ჯაბას გზას გაუყვეს.
ჩენს სიას ლორიას დავუმატებ-
ლორია,ჩაბრაძე,აბურჯანია,კვეკვე,ყაზაიშვილი,ოქრიაშვილი,ჯანო,ქვილითაია,კაჭარავა,ელგუჯა ლობჟანიძე- ამ ხალხის ხილვას არ ვისურვებდი ნაკრებში (ნუ ჩაბრაძე,ლობჟანიძე და აბუ ან ვინმე თუ მოუმატებენ კი ბატონო,მაგრამ ჯერ-ჯერობით არა)
Levani
20 თებერვალი 2022 23:12
6
პირველი სამი კარგი, მართლა ვერ დაბრალდება, მაგრამ მეოთხე ბურთი ნაღდად შეეძლო და და უნდა აეღო თუ ამ დონის გუნდში თამაში სურს.
KING EDVARD
20 თებერვალი 2022 23:07
3
იმენა გულშემატკივარს ვაკვირდები და ყველას ერთისულიაქ თქვან გოლი არიყო გიორგის ბრალიო.. მთავარი კი გოლის გაშვება კიარაა? მთავარი თავდაჯერებულობა და სტაბილურობაა.. დაცვის სწორი მართვა,გამოსვლებზე თამაში, ბურთის თამაშში შეყვანა ისე რომ არ დაიკარგოს.. ბოლო მცველის დაზღვევა.. და იმ ბურთების მოგერიება რომელიც მისი ბრალი არ იქნება ამ ყველაფრის მერე თუ მოვიდა უკვე ტოპი ხარ :) ვინც უყურა მატჩს ბარსას რომ გაეშვა 3 გოლი არც ტერ შტეგენს დააბრალებდნენ, იტყოდენ არ იყო მისი ბრალიო,მაგრამ ტოპ მეკარეა და არც დიდ მატჩად ჩაუთვალეს..
ქართველი
20 თებერვალი 2022 22:51
3
ლორიას მსგავსი მეკარეა სავარაუდოდ იგივე დონეზე ითამაშებს. გამიხარდება თუ ბევრად დიდი მეკარე იქნება .
ინფო
20 თებერვალი 2022 22:32
13
დაკვირვებული ვარ როცა საქები სტატიები დაიწერება მერე ვეᲦარ ᲗამაᲨობენ ...რა უბედურებააა
დაᲗო
20 თებერვალი 2022 22:05
8
არა შეჯდა მწყერი ხესა
კიშვარდა
20 თებერვალი 2022 22:04
29
გაშვებულ გოლებში ძნელია მეკარის დადანაშაულება და იმედი მაქვს,კვლავ ძირითადში დააყენებენ.
სოსო
20 თებერვალი 2022 21:46
7
ბაღანამ რა ქნა, ბაღანამ? ჩააბარა გამოცდა?
odala
20 თებერვალი 2022 21:45
31
ვერ მოვახერხე ყურება და როგორ ითამაშა გიორგიმ?(4 გოლში მისი ბრალიც იქნებოდა,იმედი მაქვს რომ ცოტა და მისი გუნდელებიც რო არ დაგლეჯდნენ ამასაც ვხვდები)
Levani
20 თებერვალი 2022 21:43
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული