მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე
დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.

შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.

„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)

მკითხველის კომენტარები / 53 /
გაშვებულ გოლებში ძნელია მეკარის დადანაშაულება და იმედი მაქვს,კვლავ ძირითადში დააყენებენ.
სოსო
20 თებერვალი 2022 21:46
7
მამარდამ კი არა ბორდალასმა წააგო. ხავიმ ზუსტად გათვალა, რომ ხელოვნურ თამასგარეზე ითამაშებდა ვალენსია და პირველი ორი გოლი ამ პროცესში მყოფი ვალენსიელი მცველების ზურგში სიღრმიდან შეჭრილი თავდამსხმელის წყალობით შექმნა. 0:2-ის მერე საერთოდ რა აზრი აქვს მანდ რა ხდებოდა. იმას არ ვამბობ, რომ მაგარი მატჩი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი გუნდის მცველებზე და მწვრთნელზე უარესი ნამდვილად არ ყოფილა. ისე მე მამარდას მიმდინარე თამაშებს განვიხილავ, როგორც უდიდეს გამოცდილებას. მეკარეა, კიდევ 2-3 წელი რომ იყოს ასე, ხან სათადარიგო, ხან ძირითადში თვით ბარსას ან რეალის წინააღმდეგ, რა უშავდება რო? ამის მერე კიდევ 10-15 წელი მაინც რჩება უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. ასე, რომ ჩასაფრებულო ვითომ ქართველებო, თქვენს თავებს მიხედეთ, თორემ მამარდას უკვე აქვს ამქვეყნიური სამოთხის ბილეთი და რა ძაანაც არ უნდა გინდოდეთ, ნამდვილად არ დაკარგავს!!!
ქომაგი
21 თებერვალი 2022 00:27
1
მამარდაშვილს რო გაშვებულ გოლებს დააბრალებ ან ფეხბურთის აზრზე არ ხარ ან თამაშისთვის არ გიყურებია. ანეგდოტს გავს მამარდაშვილზე გოლების დაბრალება.
barca
20 თებერვალი 2022 23:27
7
სხვა თუ არა,პედრის გოლი მამარდაშვილის სინდისზეა.
თემო
20 თებერვალი 2022 23:58
16
კარგი, კარგი ერთი რა ნუ გამოხვედი შენ მარტო ფეხბურთის მცოდნე. სუბიექტური ხარ აშკარად. მეც სუბიექტური ვარ ქართველს, რომ ეხება, მაგრამ რრალობის ჰანცდა არ უნდა დაკარგო ადამიანმა
ზურა
20 თებერვალი 2022 23:49
8
1-ელ გოლზე 1-1 ზე დარჩა და 9იანში დაურტყეს. მე-2 ზე 2 მეტრიდან დაურტყეს, მე-3 ც ზუსტად იგივენაირად. მე-4 ზე ობამეიანგს ხელში მოხვდა ბურთი და შეიცვალა ტრაექტორია.. და მეკარეა კარლსონი კიარა.. ბრავო მამარდ. კარგი იყავი
ილია
20 თებერვალი 2022 23:21
6
მამარდაშვილმა კარგად ითამაშა დაცვა არ ვარგოდა.
gio
20 თებერვალი 2022 21:38
9
ასეთი დაცვის ხელში, ახალგაზრდა გამოუცდელი მეკარისთვის თამაში ბარსელონასთან ძალიან ძნელი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. გიორგი საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ ლალიგაში მოხვდა და რა გასაკვირია იმ სისწრაფეებს ჯერ ვერ შეეგოა. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.გიოს ყველაფერი წინ აქვს. წარმატებები მას.
გიზოგ
21 თებერვალი 2022 13:12
2
ეს ბიჭი უდიდესი გუნდების წინააღმდეგ თამაშობს და კიდევ დიდხანს იქნება იქ.ამ კომეტარების პატრონები კი ნაღდად მეცოდება
cheroeli
21 თებერვალი 2022 01:19
2
მეკარემ გაშვებული გოლისდროსაც დამაჯერებელი მოძრაობა უნდა გააკეთოს
მ.მ
21 თებერვალი 2022 00:06
5
მართალია, ან შიშით თამაშობს ან რეაქციის სისწრაფე აკლია.
არდილეს
21 თებერვალი 2022 10:24
0
ვკითხულობ კომენტარებს და თუ იტყვი რომ ვერ ითამაშა ან შეცდომა დაუშვა, ეგრევე დაგესევიან. რა შუაშია ბოღმიანები? ყველა ვგულშემატკივრობთ მაგ ბიჭს!!!! ჩემთვის შვილის ტოლია და როგორც შვილზე ისე განვიცდი,მაგრამ ვერ ითამაშა ისე,როგორც ჩვენ გვსურს.... თითქოს შებოჭილი იყო... იმედით ვუყურებთ მომავალ თამაშებს...
კრიტიკის მიუღებლობა და ნაკლის არ დანახვაა პრობლემა, თორემ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება
არდილეს
21 თებერვალი 2022 10:29
1
რეალობის სეგრძნება დაკარგული გაქვს? სად გინახია მასეთი დარტყმული ბურთების მოგერიება თუ მეკარეს არ გაუმართლა და შემთხვევით არ მოიგერია? წადით ენა თუ არიცით გუგლ ტრანსლაითით გადათარგმნეთ ნათელ წერტილად მამარდას აღნიშნავენ და წერენ მეკარეს არ შეეძლო გუნდის გადარჩენაო გამოდიხართ აქ და იასინს ადარებთ ძოფს და კვადრატში აყვანილ ბუფონს! რამდენი მეკარე იცი მაგ ასაკში მასე მოთამაშე მითუმეტეს მეორე ეშელონის ქვეყნებიდან?!
რომა
21 თებერვალი 2022 11:39
6
ლორიას მსგავსი მეკარეა სავარაუდოდ იგივე დონეზე ითამაშებს. გამიხარდება თუ ბევრად დიდი მეკარე იქნება .
ინფო
20 თებერვალი 2022 22:32
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული