"ჩაკვეტაძეს ზაფხულამდე საკუთარი რეკლამისთვის საკმაო დრო აქვს" - გერმანული მედია

AutoSharing Option
Frankfurter Rundschau აღნიშნავს, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" პირველ სამ მატჩში მინი-სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და საინტერესოა, დააყენებენ თუ არა კვირას პირველად სასტარტოში.

"HSV-ის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა "ზანდჰაუზენთან" პირველი ტაიმის შემდეგ სამი ცვლილება განახორციელა, მათ შორის, ფარიდ ალიდუ შეცვალა, რომელიც უკანასკნელ ხანს ძალიან არაკონცენტრირებული იყო. მის ნაცვლად თამაშში გიორგი ჩაკვეტაძე ჩაერთო. ის ისევე, როგორც წინა შეხვედრებში, თავისი დრიბლინგებით დამაჯერებელი გახლდათ.
22 წლის ფეხბურთელს საიჯარო ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, იქამდე კი საკუთარი თავის რეკლამისთვის საკმაო დრო აქვს".

"ჰამბურგი" მეორე
ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა და 27 თებერვალს ლიდერ "ვერდერს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარია ღმერთმა არ ქნას და ტრავმა არ მიიღოს, გიო ჯერ კიდევ იქოქება, თუ ჯანმრთელად იქნა, ჰამბურგს კი არა ბუნდესლიგის ნებისმიერ კლუბს გაქაჩავს, საუკეთესო ფორმაში შეიძლება ბაიერნიც გაქაჩოს.
Grisha
20:07 22-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული