მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ვალენსიამ" გაჭირვებით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 26-ე ტურში „ვალენსიამ“, რომლის კარსაც კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა, გასვლაზე „მალიორკას“ 1:0 სძლია.

დებიუტში სტუმრები ლამაზი გოლით პაულისტამ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, „მალიორკა“ გამუდმებით უტევდა, „ვალენსია“ თავს იცავდა და ცუდი თამაშით 3 ქულა მოიპოვა. ქართველმა მეკარემ შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში 4-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

„ვალენსია“ 33 ქულით ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა და 3 მარტს თასის
საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ბილბაოს“ უმასპინძლებს, ხოლო 5 მარტს ჩემპიონატზე „გრანადას“.

მალიორკა. „სონ მოიში“. 14 417 მაყურებელი
მალიორკა - ვალენსია 0:1
გოლები: 0:1 პაულისტა (4)
გაძევება: მორიბა (90+2)

მკითხველის კომენტარები / 15 /
თამაშზე ვერ დაიწერა უარყოფითი კომენტარებში და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ახლა უკვე პიროვნულად განგვეხილა?
nika
11:29 27-02-2022
2
Dს- ს

რავიცი ეგრე რატო მოიქცა თან თუ დაგინახათ … ძაან გაუგებარია ჩემთვის … რომ წავიკითხე თქვენი კომენტარი მეგონა რომ აჭარბებდით ასე რომ მაპატიე და ხელები ამიწევია … კიდევ დაწერეს ეხლა რომ ახასიათებს ეგეთი საქციელი ძაან ვწუხვარ ცუდია თუა ასე იქცევა
bejo
01:37 27-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული