მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ვალენსიამ" გაჭირვებით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 26-ე ტურში „ვალენსიამ“, რომლის კარსაც კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა, გასვლაზე „მალიორკას“ 1:0 სძლია.

დებიუტში სტუმრები ლამაზი გოლით პაულისტამ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, „მალიორკა“ გამუდმებით უტევდა, „ვალენსია“ თავს იცავდა და ცუდი თამაშით 3 ქულა მოიპოვა. ქართველმა მეკარემ შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში 4-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

„ვალენსია“ 33 ქულით ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა და 3 მარტს თასის
საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ბილბაოს“ უმასპინძლებს, ხოლო 5 მარტს ჩემპიონატზე „გრანადას“.

მალიორკა. „სონ მოიში“. 14 417 მაყურებელი
მალიორკა - ვალენსია 0:1
გოლები: 0:1 პაულისტა (4)
გაძევება: მორიბა (90+2)

მკითხველის კომენტარები / 15 /
გამარჯობა გიორგი,
პირველ რიგში მთელი გულით გილოცავ გამარჯვებას მალიორკასთან დაპირისპირებაში. ძალიან დაძაბული თამაში იყო. ამ წერილს წაიკითხავ თუ არა ეგ ნამდვილად არ ვიცი, ალბათ ბევრი გულშემატკივარი გეხმიანება და გწერს. თამაშზე ორ შვილთან ერთად ვიყავი, ერთი 10 წლის გოგოა და მეორე 15 წლის მეკარე, რამოდენიმე კვირაა ელოდებოდა სანდრო ამ თამაშს და ლოცულობდა რომ გეთამაშა, მთელი თამაში ისე გბალელშიკობდით რომ ბოლოს მალიორკას ფანებმა ტაში დაგვიკრეს ( გადაჭარბების გარეშე) მალიორკინელებთან ვიჯექით.
თამაშის ბოლოს გასახდელთან ისე გაძვრა გამოძვრა შენთვის ხელი დაექნია და მაისური ეთხოვა რომ სიმართლე გითხრა გაკვირვებულიც ვიყავი მისი სითამამით, დროშასაც აფრიალებდა რომ ყურადღება მიექცია, ბოლოს მეც მივედი რომ მივხმარებოდი მაგრამ უშედეგოდ. არ იფიქრო თითქოს გულშემატკივრობას გაყვედრიდე ან ჭკუას გასწავლიდე პროსტა მაგრა ტეხავს გიო. არცგაბრაზებულ ან გაბერილი მინდა დაგემშვიდობო, უბრალოდ რომ არ მომეწერა ბავშვებთან არ ვიქნებოდი მართალი, იმდენი კითხვა დამაყარეს, აინტერესებდათ რა გააკეთეს არასწორედ. ბედნიერად!
8
СЛАВА УКРАЇНІ!
დათო
21:35 26-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული