"ჩინებული მამარდაშვილი და მისი გზავნილი პუტინს" - ესპანური მედია და ბორდალასი აღფრთოვანებულნი არიან

AutoSharing Option
დღეს ქართველებზე ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა წერდა, ჯერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თორნიკე შენგელიას ცსკა-ს დატოვებაზე, შემდეგ კი "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის "მალიორკასთან" კარგ თამაშზე და მატჩისშემდგომ პერფომანსზე. შენგელია ევროპული ვარსკვლავია და მასზე ყურადღების გამახვილება გასაკვირი არ არის, მამარდაშვილი კი, როგორც ჩანს, ასევე მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში თავისი თამაშითა და უკრაინისდმი მხარდაჭერის გამოხატვით და ეს ძალიან კარგია, რამეთუ ის არამარტო ცნობადი, არამედ პოპულარულიც ხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ გიორგი მხოლოდ 21 წლისაა.

"გიორგი ყველაფერს სწორად აკეთებს: გოლი არ გაუშვა და პუტინს
გზავნილიც გაუგზვნა", - აღნიშნავს Eldesmarque და იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ქართველმა ნამატჩევს მაისური გაიხადა და შიდა მაისურზე გაკეთებული წარწერით რუს ოკუპანტებთან მებრძოლ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

გამოცემა "ღამურების" მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ციტირებს, რომელმაც მამარდაშვილი შეაქო: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით. ასე გუნდი იზრდება. ჩვენ გაშვებული გოლების რაოდენობით ლა ლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გამოსწორებას ვცდილობთ. გიორგიმ შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაში მისი დამსახურება დიდია. ის კარგი მოქმედებებით გამოირჩა, რთული ბურთები მოიგერია, სტანდარტულებისას დამაჯერებელი იყო".

Sportall.Ge

levante-emv ხაზს უსვამს ქართველის კარგ ასპარეზობას და იმას, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერება მოითხოვა.

Superdeporte მიიჩნევს, რომ გიორგი ჩინებულად გაისარჯა და დებატები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაიცვას "ვალენსიას" კარი ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში "ბილბაოსთან - " დასრულებულია:

"სამი მცველითა და მეკარით "ვალენსიამ" რკინის კედელი აღმართა, რომლის გარღვევა "მალიორკამ" ვერ მოახერხა და ეს მიუხედავად დიდი ზეწოლისა და ათასი ხერხით კარის აღების მცდელობისა. მცველებმა დიდი სამუშაო ჩაატარეს, ხოლო გოლკიპერმა გოლის გატანა ორჯერ არ დაანება. გუნდმა ამ სეზონში 7 მატჩში შეინახა კარი მშრალად და 4 მათგანი მამარდაშვილის ანგარიშზეა. მეტოქემ 14 კუთხური ჩააწოდა, თუმცა მეორე სართულზე ქართველი ბატონობდა.

თასის ნახევარფინალამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ვიდრე სილესენი უქმობს, მამარდაშვილი კარში ადგილს არავის არ დაუთმობს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან გაგვახარე, გიორგი!
მერაბი
06:18 27-02-2022
0
ასე იწრთობა ფოლადი.
ჟორა
12:19 27-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული