ბუდუ "უიპეშტის" გაჭირვების ტალკვესია - 3 გოლი 2 მატჩში ახალ გუნდში [VIDEO]

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა.

"მეზოკოვეშდთან" საშინაო მატჩში ზივზივაძე და გიორგი ბერიძე სასტარტოში იყვნენ, ბუდუმ შეუცვლელად ითამაშა და დუბლი შეასრულა, ხოლო ბერიძემ 66-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა და 88-ე წუთზე შეცვალეს.

ზივზივაძე "უიპეშტში" "ფეჰერვარიდან" იჯარის წესით გადავიდა, გასულ ტურში ამ გუნდს გოლი გაუტანა, ახლა კი თავის კიდევ ერთ ყოფილ კლუბთან დუბლი შეასრულა. მან ამ სეზონში ჩემპიონატის 14 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

"უიპეშტმა", რომელიც უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის,
ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 12-გუნდიან ჩემპიონატზე 24 ქულით მე-10 ადგილზეა, გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 5 მარტს "პუშკაშს" უმასპინძლებს, იქამდე კი 2 მარტს თასზე გასვლაზე "ბეკესშაბას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული