სინათლე გვირაბის ბოლოს - FIFPro-მ რუსეთიდან ლეგიონერების გამოსახსნელად ფიფას მიმართა

AutoSharing Option
უკრაინაში შეჭრის გამო რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალეს, თითქმის ყველა კლუბის მფლობელისა და სპონსორის მიმართ სანქციები განხორციელდა და ამ პირობებში ლეგიონერების საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. დეფოლტისა და სრული იზოლაციის გამო თავად კლუბებს უნდა აწყობდეთ უცხოელი ფეხბურთელების გაშვება, რომლებსაც საკმაოდ დიდ ხელფასებს უხდიან.

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ (FIFPro) ფიფას რუსეთიდან ლეგიონერების წასვლაში ხელშეწყობისაკენ მოუწოდა, რაც კონტრაქტების გაწყვეტაში მდგომარეობს და თანაც მათ არ უნდა დაეკისროთ არავითარი საკომპენსაციო თანხა.

FIFPro-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა ლუის ერნანდესმა დაადასტურა, რომ უკვე მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები.

რუსეთის პრემიერლიგაში
133, ხოლო რანგით მეორე დივიზიონში 54 ლეგიონერი და მათ შორის, რამდენიმე ქართველია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ეგ მოხდეს.
ოცნებად გადამექცა ამ ბიჭის რუსეთიდან წამოსვლა.
ძალიან მიყვარს და რუსეთისთვის საშინლად არ მემეტებოდა თავიდანვე და ახლა მითუმეტეს. ჯერ ამხელა ზეწოლა აქვს აქედან და ამისთვისაც მენანება, მერე კიდე ყველანაირ შრომას ფასი ეკარგება, რადგან ვერანაირ ევრო ტურნირებზე ვეღარ მოხვდება. ფაქტობრივად რაზეც ოცნებობდა წყალში ჩაეყრება ყველაფერი. რუსეთის ჩემპიონატის ტრამპლინად გამოყენება უნდოდა ევროპისთვის და ახლა ეგ კარიც დაიხურა.
რამე უშველონ ამ ბიჭს.
Skeleton
01:45 01-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული