ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "ჰამბურგმა" პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასის მეოთხედფინალში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე „კარლსრუეს“ პენალტების სერიაში სძლია.

მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა ჩაკვეტაძე პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ის აქტიური იყო, თამაშს ამწვავებდა, ორჯერ კარს ააცილა ბურთი, სტუმრებმა კი მომენტები გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ. 52-ე წუთზე გიორგიმ საჯარიმოში ბურთი ჩააწოდა და გლატცელმა თავურით ანგარიში შეამცირა. 59-ე წუთზე „ჩაკვე“ ალიდუმ შეცვალა. 71-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა მცველი კობალდი გააძევა, პენალტი დანიშნა, რომელიც კიტელმა ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში გლატცელმა დუბლი შეასრულა და დამატებითი დრო დაინიშნა. დამატებით დროში გოლი აღარ გავიდა,
პენალტების სერიაში კი HSV-მ იმარჯვა.

"ჰამბურგი" ნახევარფინალში გავიდა და 35 წლის შემდეგ პირველად აქვს თასის მოგების შანსი.

გიორგიმ „ჰამბურგში“ მეხუთე მატჩი ჩაატარა და პირველად გამოიჩინა თავი შედეგიანი მოქმედებით.

ჰამბურგი. "ფოლკსპარკშტადიონი". 25 000 მაყურებელი
ჰამბურგი - კარლსრუე 2:2 (პენ 3:2)
გოლები: 0:1 ჰეისე (40), 0:2 ჰოფმანი (50), 1:2 გლატცელი (52), 2:2 გლატცელი (90+1)
გაძევება: კობალდი (71, კარლსრუე)
გამოუყენებელი პენალტი: კიტელი (72, ჰამბურგი)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზოგიერთ ბოღმიანს მივმართავ თამაშს, რომ თავი დავანებოთ ის რამხელა ბედნიერებაა, რომ ამდენი თამაში ითამაშა და ტრამვის ნიშან წყალიც არაა.
რრრ
13:32 03-03-2022
1
ზოგიერთი ტიპის გასაგონად: ჩაკა-სთვის ეს გუნდი მიგნებაა, განსაკუთრებით მწვრთნელი, რომელიც გერმანული სიზუსტით თანდათან უზრდის დატვირთვებს, მამასავით ექცევა და ეძებს მისთვის საუკეთესო სათამაშო ზონას. თუ შეიძლება ვაცალოთ ორივეს თავისი საქმის კეთება! შედეგი წელსვე გამოჩნდება!
ვაჟა მასწავლებელი
14:29 03-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული