მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა ჩაკვეტაძე პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ის აქტიური იყო, თამაშს ამწვავებდა, ორჯერ კარს ააცილა ბურთი, სტუმრებმა კი მომენტები გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ. 52-ე წუთზე გიორგიმ საჯარიმოში ბურთი ჩააწოდა და გლატცელმა თავურით ანგარიში შეამცირა. 59-ე წუთზე „ჩაკვე“ ალიდუმ შეცვალა. 71-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა მცველი კობალდი გააძევა, პენალტი დანიშნა, რომელიც კიტელმა ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში გლატცელმა დუბლი შეასრულა და დამატებითი დრო დაინიშნა. დამატებით დროში გოლი აღარ გავიდა, პენალტების სერიაში კი HSV-მ იმარჯვა.
"ჰამბურგი" ნახევარფინალში გავიდა და 35 წლის შემდეგ პირველად აქვს თასის მოგების შანსი.
გიორგიმ „ჰამბურგში“ მეხუთე მატჩი ჩაატარა და პირველად გამოიჩინა თავი შედეგიანი მოქმედებით.
ჰამბურგი. "ფოლკსპარკშტადიონი". 25 000 მაყურებელი
ჰამბურგი - კარლსრუე 2:2 (პენ 3:2)
გოლები: 0:1 ჰეისე (40), 0:2 ჰოფმანი (50), 1:2 გლატცელი (52), 2:2 გლატცელი (90+1)
გაძევება: კობალდი (71, კარლსრუე)
გამოუყენებელი პენალტი: კიტელი (72, ჰამბურგი)