ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "ჰამბურგმა" პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასის მეოთხედფინალში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე „კარლსრუეს“ პენალტების სერიაში სძლია.

მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა ჩაკვეტაძე პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ის აქტიური იყო, თამაშს ამწვავებდა, ორჯერ კარს ააცილა ბურთი, სტუმრებმა კი მომენტები გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ. 52-ე წუთზე გიორგიმ საჯარიმოში ბურთი ჩააწოდა და გლატცელმა თავურით ანგარიში შეამცირა. 59-ე წუთზე „ჩაკვე“ ალიდუმ შეცვალა. 71-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა მცველი კობალდი გააძევა, პენალტი დანიშნა, რომელიც კიტელმა ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში გლატცელმა დუბლი შეასრულა და დამატებითი დრო დაინიშნა. დამატებით დროში გოლი აღარ გავიდა,
პენალტების სერიაში კი HSV-მ იმარჯვა.

"ჰამბურგი" ნახევარფინალში გავიდა და 35 წლის შემდეგ პირველად აქვს თასის მოგების შანსი.

გიორგიმ „ჰამბურგში“ მეხუთე მატჩი ჩაატარა და პირველად გამოიჩინა თავი შედეგიანი მოქმედებით.

ჰამბურგი. "ფოლკსპარკშტადიონი". 25 000 მაყურებელი
ჰამბურგი - კარლსრუე 2:2 (პენ 3:2)
გოლები: 0:1 ჰეისე (40), 0:2 ჰოფმანი (50), 1:2 გლატცელი (52), 2:2 გლატცელი (90+1)
გაძევება: კობალდი (71, კარლსრუე)
გამოუყენებელი პენალტი: კიტელი (72, ჰამბურგი)

მკითხველის კომენტარები / 9 /
თამაშს ფუტბოლ 1 ზე ვუყურებდი და როცა ჩაკვე შეცვალეს,ტელევიზორზე გამოვედი.მინდოდა ინგლისის თასზე თუ რამე იქნებოდა,ის მენახა.სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა,რომ აჭარა სპორტს სეზონის ბოლომდე,ჰამბურგის თამაშების ტრანსლაციებზე ხელშეკრულება გაუფორმებიათ.ასე რომ, ყველას წყნარად შეგიძლიათ ამ თამაშის ვიდეოჩანაწერი ნახოთ,აჭარასპორტ-1 -ზე.ვალენსიას თამაშიც იქ ვნახე და მართლაც მადლიერი ვარ,აჭარასპორტის.ჩაკვეტაძემ შესანიშნავი საგოლე პასით და მერე გლატცელმა ძალიან ჭკვიანური დარტყმით,ჰამბურგი თამაშში დააბრუნეს და მერე,მართალია პენალტიც კი გააფუჭეს,მაგრამ კაცნაკლულ მეტოქეს მაინც გაუთანაბრეს და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.ჰამბურგის კარში პირველი გოლი,მეკარის სინდისზე იყო და თითქოს მატჩის ანტიგმირი უნდა გამხდარიყო,მაგრამ,მატჩის დანარჩენ ნაწილში ორივე მეკარემ ძალიან კარგად ითამაშეს.კარლსრუეს მეკარემ ხომ თამაშშიც მოიგერია პენალტი და სხვა მომენტების გარდა,სერიაში პირველი პენალტიც მოიგერია,თუმცა ჰამბურგის მეკარემ ჯერ პირველი პენალტი,კინაღამ მოიგერია,მეორეც გაუშვა,მაგრამ მერე ზედიზედ ორი პენალტი აიღო,მეხუთე პენალტი,ძელს მოხვდა,მაგრამ იქაც ისეთი ნახტომი გააკეთა,კარში რომ წასულიყო,იმ ბურთს აუცილებლად აიღებდა.ასე რომ ანტიგმირი,უცბად მატჩის გმირად გადაიქცა და ჩაკვე ნახევარფინალშია.სასიამოვნოა,რომ თითქმის ერთი საათი ითამაშა და დაღლისა არაფერი შესტყობია,მაღალი ტემპის მიუხედავად.მისი შეცვლა,აშკარად წინასწარგანზრახული იყო და დატვირთვის დოზირებიდან გამომდინარე შეცვალეს.ლევან ყენიასთანაც ასე რომ მოქცეულიყვნენ,იქნებ დღესაც ეთამაშა.სხვათა შორის ეს შედარება,რუსმა კომენტატორმაც გამოთქვა წინა თამაშში,გუშინ კი,მისი შეცვლით გაოცება გამოთქვეს,ყველა შეტევა მისი გავლით მიდის და რატომ სცვლიანო.არა უშავს,არსად გვეჩქარება.ჯერ კიდევ ბევრი თამაშია,სათამაშო.
სოსო
16:21 03-03-2022
0
მოდი ვაღიაროთ რო ჯერ ნამდვილ ჩაკვემდე ბევრი უკლია , მაგრამ აშკარაა პროგესირებს , თან რამდენს ნიშნავს , ჰამბურგი რომელიც აგებს ორი ბურთიტ და ვერაფერს ახერხებს , ტავის ტავზე აიღო და საგოლე გადაცემიტ მოხოდა გუნდი

ლშა_იუვენტინო
16:08 03-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული