"რუბინის" არადამაჯერებელი გამარჯვება და კვარაცხელია თავისუფალი აგენტის სტატუსის მოლოდინში

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/8-ფინალში „რუბინმა“ საკუთარ მოედანზე რანგით მეორე დივიზიონის „როტორი“ (მე-17 ადგილზეა) ძლივს დაამარცხა - 2:1.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ანდერს დრეიერს, ოლივერ აბილდგორსა და ხვან ინ ბომს დასვენების საშუალება მისცა. გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში დააყენა, თუმცა მან თავი ისევ ვერაფრით ვერ გამოიჩინა, ჩვეულად აქტიურიც ვერ იყო: პირველ ტაიმში ბაკაევი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან მომენტი ვერ გამოიყენა; 67-ე წუთზე, მსაჯის სასტვენის შემდეგ, ბურთი დემონსტრაციულად გადააგდო და ყვითელი ბარათი მიიღო; 70-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველს ხელზე
მოხვდა, პენალტი ლისაკოვიჩმა გამოიყენა და ანგარიში 2:1 გახდა. 76-ე წუთზე შეცვალეს. "ზენიტთან" პრემიერლიგის გასულ ტურში მან 71-ე წუთამდე ითამაშა.

ადრე ხვიჩას ტრავმა ჰქონდა, შემდეგ ევროპულ კლუბში ტრანსფერი ჩაეშალა და ამან უდავოდ მასზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა, ამჟამად გაურკვებვლობაშია და არაა გასაკვირი, რომ სათამაშოდ განწყობილი არ არის. ახლა საქმე ისაა, როგორ გამოაღწევს რუსეთიდან. მოკლედ, რთულ სიტუაციაშია, თუმცა ზოგი ჭირი მარგებელია, არაა გამორიცხული მალე თავისუფალი აგენტი გახდეს და ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვალოს.

შეგახსენებთ, უახლოეს ხანში შეიძლება ფიფამ და უეფამ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს კლუბებთან კონტრაქტების ცალმხრივად გაწყვეტის უფლება მისცენ, ხოლო პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციამ მათთვის სატრანსფერო ფანჯრის გახსნა მოითხოვა.

ვოლგოგრადულ გუნდში ძირითად შემადგენლობაში გიორგი მახათაძე იყო, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა ქავთარაძე მეორე ტაიმში შევიდნენ შეცვლაზე, ხოლო ილია ბერიაშვილი სათადარიგოთა შორის დარჩა.

ყაზანი. „ყაზან არენა“
რუბინი - როტორი 2:1
გოლები: 0:1 მინაევი (12), 1:1 ლისაკოვიჩი (27, პენ), 2:1 ლისაკოვიჩი (63, პენ)

მკითხველის კომენტარები / 22 /
მადლიერი იქნებოდა როცა მყიდველი ყავდა და გაეშვათ, ეგრევე 20 მილიონით გამდიდრება მოინდომეს სიმართლე დაუმალეს მერე როცა სიმართლე გაიგო საშინწლ დეპრესიაში ჩავარდა ბავშვი სლუცკის და ზოგადად რუბინს საკუთარ ოჯახად მიიჩნევდა, მოკლედ არანაირი ვალდებულება და მითუმეტეს მადლიერება მან რუბინი მეოთხე ადგილზე გაიყვანა ხალხი სტადიონზე დააბრუნა ყველანაირად მორალურად ზნეობრივად კაცურად სინდისი სუფთა აქვს და სული იქნება თუ ამ შანს არ გამოიყენებს და სასწრაფოდ არ დატოვებს რუბინს, დარწმუნებული ვარ მისი ( ღმერთმა მაპატოს მაგრამ მგონია რომ გაიძვერა ჯუღელი საპირისპიროს მოუწოდებს) წამოდი თუ ევროპაში არა დინამოს დაეხმარები ლიგაზე ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეიტანოს უეფაში განაცხადი რიმ ყველა ლეგიონერს მიეცეს უფლება საკუთარი ქვეყნის კლუბებტან გააფორმონ დროებითი კონტრაქტები. წარმატებები და იმედია გაითვალისწინებს ოჯახი მშობლები და არ დაუჯერებენ ჯუღელს

კახა
23:25 03-03-2022
1
ამ ბიჭით გამდიდრება ჰქონდა რუბინს გადაწყვეტილი და ახლა ასე უფასოდ დათმობს? რაღაც ეჭვის თვალით ვუყურებ ამ ყველაფერს და ნეტა ვცდებოდე.
ნეტა მალე დადგეს ეგ ნანატრი დრო და იქედან წამოვიდეს!!!
Winter
22:29 03-03-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული