კვარაცხელია ქართველების წინააღმდეგ - თასის მეოთხედფინალისთვის

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ და "რუბინმა" პრემიერლიგა წარუმატებლად განაახლეს - ლიდერ "ზენიტთან" ლისაკოვიჩის დუბლის მიუხედავად (2:3), დამარცხდნენ. მათი შემდეგი გამოწვევა თასის გათამაშებაა, საიდანაც ევროტურნირებზე გასვლის შანსი უფრო დიდი იყო, თუმცა, მოგეხსენებათ, რუსულ კლუბებს ეს უფლება ჩამოართვეს.

დღეს, 3 მარტს (20:00), ერთმატჩიან მერვედფინალურ შეხვედრაში, ყაზანელები ქართველი ფეხბურთელების ვოლგოგრადის "როტორს" უმასპინძლებენ, რომელიც პირველი დივიზიონის ერთ-ერთი აუტსაიდერია.

შეგახსენებთ, ვოლგოგრადელთა ღირსებას ილია ბერიაშვილი, ბექა ქავთარაძე, ასევე, რუსეთის მოქალაქეები - ნიკა ყიფიანი და გიორგი მახათაძე იცავენ.

ჯერჯერობით მეოთხედფინალში "სპარტაკი", ცსკა, "ალანია" და "დინამო" გავიდნენ.

altრუსების დასჯის ჩვენებური

ინტერესი - ხვიჩა ინგლისში, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში...

მკითხველის კომენტარები / 8 /
ღვთისავარ;რა ქართველების გუნდს რომელიც ქართველების?? ვინც რუსეთის გუნდებში გაიყიდა და თამაშობს და მითუმეტეს ახლა რომ ისევ რჩება; ის ქართველი არ არის ; უბრალოდ ქართული გვარი აქვს. სამარცხვინოები. არ თქვათ ეხლა სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულიაო.
მონები
13:37 03-03-2022
9
მაიც რას უხდიან ამ კვარაცხელიას ამდენს, რომ რუსეთის დემარშით დატოვება კი არა ერთი პოსტიც ვერ დადო უკრაინის მხარდასაჭერად, გარდა ერთი სთორისა ისტაგრამზე-არა ომს!! ისიც წაშალა.
ჩასაფრებული
12:05 03-03-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული