"ჩაკვეტაძე კარგი ბიჭია და უფრო მოუმატებს" - HSV-ს დირექტორი

AutoSharing Option
"ჰამბურგის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა კლუბის "იუთუბის" არხზე განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის თამაშით კმაყოფილები არიან:

"პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძით მე ვარ ძალიან კმაყოფილი. ვიცოდით, რომ "გენტში" ადვილი პერიოდი არ ჰქონდა. ცხადი იყო, თავიდან არ შეეძლო და არ უნდა დაეწყო თამაში ძირითად შემადგენლობაში. სამაგიეროდ, მწვრთნელისგან და სამწვრთნელო შტაბისგან დიდი სათამაშო დრო მიიღო და კარგად გაისარჯა.

ამას გარდა, ის კარგი ბიჭია, მშვიდი, თავმდაბალი და გუნდს სრულად შეეწყო. სპორტული თვალსაზრისით კი, დარწმუნებული ვარ, რაც მეტს ითამაშებს, მით უფრო მოუმატებს".

გიორგიმ ჩემპიონატზე ხუთ, თასზე
კი ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თანდათან ფორმაში შედის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები გიოს!!! და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
14:13 09-03-2022
0
გენტში რაც თვალში მომხვდა ტრავმამორჩენილ ბიჭს ხელოვნურზე არბენინებდნენ ჯორივით ვარჯიშზე.მეთქი იმათ ჩემზე უკეთესად იციანთქო,მაგრამ რა ვიცი.გერმანიაში 9ე 10ე ლიგებიც(კრეაისლიგა,კრაისლიგა2 სოფლების ჩემპიონატი) ისინიც ბუნებრივ გასრიალებულ მინდვრებზე ვარჯიშობენ და თამაშობენ,ხელოვნური ვისაც აქვს მარტო თოვლ-ყინვაში შედიან.
მაგის ქვემოთ მოდის ლაისტუნგსლიგა ვისაც უნდა გუნდს დაარეგისტრირებს და ითამაშებს-იმათაც საკაიფო პირობები აქვთ, ნუ მინდორი,ბურთები,ცხელი შხაპი საერთოდ თემა არ არის..
ხელფასებს იხდიან 8ე ლიგამდე,9ე ლიგაში თუ არის ისეთი გუნდი ვისაც ზემოთ ასვლა უნდა და კაი მოთამაშე სჭირდება დალაპარკება მიდის პირობებზე- 700-800 ევრო შეიძლება შესთავაზონ თვეში. ეს არის ისე-სამსახუტის მერე ჰობი,კვირაში 2 ვარჯიში საღამოს და კვირის ბოლოს თამაში.ასეთი პირობებია გერმანიაში.
Levani
13:07 09-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული