ინფორმაცია რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზე...

AutoSharing Option
რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების მიმართ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი გააჩნიათ - დატოვებენ თუ არა ამ ქვეყანას მას შემდეგ, რაც ფიფასა და უეფასგან ხელშეკრულების შეჩერების (და არა შეწყვეტის) უფლება მიიღეს.

Sportall.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 23 წლის ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის "როტორს" დატოვებს, მისი ახალი კლუბის შესახებ კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ბერიაშვილი ყოფილ გუნდ "თელავში" არ დაბრუნდება.

ილიამ რუსეთის პირველ დივიზიონში 19 შეხვედრა გამართა და 3 გოლიც გაიტანა. უკანახაზელს ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ვოლგოგრადელები ლიგაში ადგილის
შესანარჩუნებლად იბრძვიან. ამ გუნდის ღირსებას ბექა ქავთარაძეც იცავს, რომელსაც კონტრაქტი ასევე ივნისამდე აკავშირებს, კლუბის მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში კი 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "ურალის" ფეხბურთელ ლუკა წულუკიძით გერმანული "კარლსრუე" ინტერესდებოდა; 19 წლის ლუკა გაგნიძეს კი, რომელიც "ურალში" "დინამოდან" იჯარით თამაშობს, მოსკოვურ კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს; შესაბამისად, ზაფხულში მას კლუბში დაბრუნება მოუწევს.

ქართველი გულშემატკივრების მხრიდან კიდევ უფრო დიდი ინტერესი "რუბინისა" და "არსენალის" ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის მიმართაა, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ვეცდებით, სიახლეები ოპერატიულად მოგაწოდოთ.

შეგახსენებთ, ფიფასა და უეფას ახალი რეგულაციით, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს, ხელშეკრულების მქონე კლუბთან შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, მათი დატოვების უფლება ივნისამდე მიეცათ. შესაძლებელია, ამ პერიოდში არსებული გადაწყვეტილება ისევ შეიცვალოს.

altმხდალი ფიფა რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქართველები ძალიან ავცდით საკუთარ თუ ზოგად ევროპულ ღირებულებებს. ვერც კი ვხვდებით რა შავი მომავალი გავიმზადეთ.
ლუკა
09 მარტი 2022 21:22
7
ივნისამდე მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი. ახლა ყველა ქართველმა უნდა ისარგებლოს ამ სიტუაციით და დატოვოს რუსეთი. მერე დაბრუნებაც აღარ იქნება საჭირო. საერთოდ განადგურდება ოკუპანტების ქვეყანა და მათი სახელმწიფო აღარ იარსებებს. მოეღო ბოლო მატყუარა აგრესორებს.
ქ. გ.
10 მარტი 2022 03:54
1
კვარას ასე ადვილად არ გამოუშვებენ, მისით გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი რუბინს.
რადაც არ უნდა დაუჯდეთ სამწუხაროდ არ გაუშვებენ და ამაში აგენტიც დაეხმარებათ.
უბრალოდ ხვიჩა მეცოდება ამდები სტრესისთვის :(
!!
09 მარტი 2022 21:33
2
მე ასეთ სცენარს ვხედავ და ვნახოთ აბა თუ გამართლდება:
ყველა წამოვა რუსეთიდან, ხვიჩას გარდა, იმიტომ რომ ხვიჩას არ გამოუშვებენ. მისით ფულის შოვნა აქვთ გადაწყვეტილი და გულუბრყვილო უნდა იყო რომ იფიქრო, უფასოდ გაუშვებენ :) ეგ არ მოხდება. ამაში აგენტიც დაეხმარება და ხვიჩაზე დამოკიდებული არაფერი არ იქნება.
ეს გამოიწვევს ქართველ გულშემატკივრის გაცოფებას და როგორც ყოველთვის ვერ მიხვდებიან სინამდვილეს, ისედაც ხომ არ აზროვნებენ არ კითხულობენ , არ ფიქრობენ და ძირითადი მასა ხვიჩას წინააღმდეგ აღსდგება. დაუწყებენ ლანძღვა-გინება-წყევლას და შეიძლება ნაკრების თამაშზეც დაუსტვინონ სამარცხვინოდ.
რეალურად ეს ხვიჩას სტრესს გამოიწვევს, ასევე მოტივაციაც აღარ ექნება ადრინდელივით. როცა ასეთ უინტელექტო მლანძღველ გულშემატკივართან გიწევს ურთიერთობა როგორ უნდა გქონდეს მოტივაცია აბა?
რთული იქნება მისთვის და თუ ამ ყველაფერს გაუძლებს და გადარჩება მაშინ ნამდვილად ითამაშებს დიდ ფეხბურთს. სხვა შემთხვევაში თქვენს თავს დააბრალეთ, რომ ასეთი ტალანტი დაკარგეთ და მოტივაცია დაუქვეითეთ და დამიჯერეთ კვარა რომ ჩაიძიროს და ჩაკვდეს საფეხბურთო თვალსაზრისით, წლები ისე გავა რომ ვერასოდეს ვეღირსებით მსგავს ტალანტს.


Herbst
10 მარტი 2022 03:28
3
ამათი კიდევ ვერ გავიგე რა,რაზ ქვია ივნისამდე და მერე უკან უნდა დაბრუნდნენ.2 თვით სად უნდა წავიდნენ ან ვის რად უნდა.ან რო დაბრუმუნდებიან იქ როგორ დახვდებიან.ძალით ურევენ და ძაბავენ სიტუაციას რა.
კახა ქ.
10 მარტი 2022 07:55
0
კვარას გაშვებაში ახლა თვითონ რუბინი უნდა იყოს დაინტერესებული, თუ მართლა უნდა გაყიდვა. თუ ნამდვილად იყო დაინტერესება, აგენტს შეუძლია დაელაპარაკოს მსურველ კლუბს და შესთავაზოს 30 ივნისამდე საცდელი ვადის ვარიანტში უსასყიდლოდ ხვიჩას გადასვლა. თუ დაამტკიცებს, რომ ნამდვილად ღირს იმდენი, რამდენსაც ითხოვს, იყიდის ის გუნდი ზაფხულში და დაიტოვებს. თუ არა, დაბრუნდება ისევ რუბინში და ამას გარდა არის მესამე ვარიანტიც, რომელიც ხვიჩას და ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა - იქნებ 30 ივნისამდე შეიცვალოს ეს დროებითი გათავისუფლების უწყება და სამუდამოდ გათავისუფლდნენ ფეხბურთელები საკონტრაქტო ვალდებულებებისგან. ჯუღელს რუსული კავშირების გარდა რამე თუ ესმის აგენტობისა, ახლა ამ ვარიანტზე უნდა მუშაობდეს 24-საათიან რეჟიმში.
რა გვეშველება?
10 მარტი 2022 00:41
0
მთავარი კვარაცხელიას ყველაფერი კარგად ქონდეს,დანარჩენი მოყვარულები იყვნენ იქ და გაერთონ..
orbi
09 მარტი 2022 21:13
12
საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ ითამაშონ
ისიდორე
10 მარტი 2022 14:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული