ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" კორონავირუსმა იფეთქა და მატჩის გადადებას ითხოვენ

AutoSharing Option
"ჰამბურგის" საიტის ცნობით, გუშინ კლუბის რამდენიმე თანამშრომელმა და ფეხბურთელმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

HSV არ აკონკრეტებს, რომელი ფეხბურთელები დაინფიცირდნენ, მაგრამ იტყობინება, რომ დღეს გუნდის ვარჯიში არ ჩატარდა.

"ჰამბურგის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იონას ბოლდტმა, ამის შესახებ უმალ საქმის კურსში ჩააყენა გერმანიის საფეხბურთო ლიგა და 12 მარტს "ერცგებირგესთან" მატჩის გადადება სთხოვა.

"ჰამბურგის" ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, რომელიც უკვე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვირუსმა მაინც დაინდოს ქართული ფეხბურთის იმედი!
ვაჟა მასწავლებელი
23:39 10-03-2022
1
თუ გიო სისტემატიურად ითამაშებს, ვფიქრობ ივნისის თამაშებზე ძველ "ჩაკს" ვიხილავთ.
თომა
10:49 11-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული