"ჰამბურგის" საიტის ცნობით, გუშინ კლუბის რამდენიმე თანამშრომელმა და ფეხბურთელმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
HSV არ აკონკრეტებს, რომელი ფეხბურთელები დაინფიცირდნენ, მაგრამ იტყობინება, რომ დღეს გუნდის ვარჯიში არ ჩატარდა.
"ჰამბურგის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იონას ბოლდტმა, ამის შესახებ უმალ საქმის კურსში ჩააყენა გერმანიის საფეხბურთო ლიგა და 12 მარტს "ერცგებირგესთან" მატჩის გადადება სთხოვა.
"ჰამბურგის" ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, რომელიც უკვე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში.