ჩაკვეტაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და შაბათს ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ჰამბურგერ მორგენ პოსტი" იტყობინება, რომ HSV-ის შვიდ ფეხბურთელს და მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და დღეს გუნდმა ვარჯიში მათ გარეშე განაახლა. ვარჯიშში მონაწილეობა 19-მა მოთამაშემ მიიღო.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ჰამბურგმა“ გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირს "ერცგებირგესთან" მატჩის გადადება სთხოვა, მაგრამ გამოცემის მტკიცებით, მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მოკლედ, "ჰამბურგი" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, მით უმეტეს ბოლო მატჩები არადამაჯერებლად ჩაატარა და მე-5 ადგილზე დაქვეითდა.

"ერცგებირგესა" და "ჰამბურგის" დაპირისპირება 12 მარტს თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ დამაბულინგოთ-მეც თქვენსავით იმედით ვიყავი სავსე,ჰამბურგი ბუნდესლიგაში გადავა და ჩაკვეს იყიდიანთქო,მაგრამ ზანდჰაუზენთან სტუმრად ტორალიზატორზე მიცემული 2 ქულა მგონია.ამის მერე-კარლსრუესთან თასზე იმაიმუნეს და საერთოდ მაიმუნობენ(მე მგონი ჩაკვეს გამოსასყიდ ფულს აგროვებენ) და ვაბშე ეს ტოტალიზატორი ასაკრძალია,ხალხიც დაისვენებს და ფეხბურთიც ფეხბურთს დაემაგავსება..80იან წლებიდან 20-25 წელი კიდე რაღაცას გავდა და მერე ტოტალიზატორმა შეჭამა და ცუდ რამეს ვიტყვი-მაკედონიასთან გასხმაც ეგ მაფია მგონია(აბა საიდან მისცეს ლუზერ ვაისს 2020ში მარტო ბელარუსს რო მოუგო და უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო სლოვაკეთის საუკეთესო მწვრთნელობა და სლოვანი ჩააბარეს-კი ზის სახლში თბილად)
ხვიჩას კორონაც როგორ ამოვარდა-ხვიჩა რო ჩამოვიდა არავისთან არ ჰქონდა ახლო კონტაქტი შენგელიას გარდა? სხვებს რატო არ გადადო თუ ჰქონდა და თუ მაშინვე არ დაუფიქსირდათ უკან რო დაბრუნდნენ კლუბებში-კორონიან ხვიჩასთან ნაკონტაქტები რატო არავის არ ამოუგდო დადებითი?
ერთი სტალინია დასაბრუნებელი და კორონაზე გასატესტი.
Levani
01:04 12-03-2022
5
ჩაკვე მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ!!!
ზურა
13:54 12-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული