თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურში "ჰატაიასპორმა" "ქარაგუმრუქს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან საბა ლობჟანიძემ ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა, მე-2 და მე-3 გოლი ელ ხააბის ანგარიშზეა, მაროკოელმა სპორტსმენმა თავი 34-ე და 58-ე წუთებზე გამოიჩინა.
ამრიგად, "ჰატაიასპორი" 46 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
რაც შეეხება საბას, ჩვენებურს ამ სეზონში უკვე 7 გოლი და 8 ასისტი დაუგროვდა.