საბას მორიგი გოლი - ქართველი ფეხბურთელი ჩინებულ სეზონს ატარებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურში "ჰატაიასპორმა" "ქარაგუმრუქს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან საბა ლობჟანიძემ ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა, მე-2 და მე-3 გოლი ელ ხააბის ანგარიშზეა, მაროკოელმა სპორტსმენმა თავი 34-ე და 58-ე წუთებზე გამოიჩინა.

ამრიგად, "ჰატაიასპორი" 46 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

რაც შეეხება საბას, ჩვენებურს ამ სეზონში უკვე 7 გოლი და 8 ასისტი დაუგროვდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაისმა სკამზე არ მყავდა არავინ ვინც ჩასუქებულ ვაკოს ან "ტროლეიბუსა" ოქრიაშვილს შეცვლიდაო
Levani
18:35 12-03-2022
2
Saba aris didi momavali da amas aaq didi potenciali ! გრანდშია შენი ადგილი! ყოჩაღ საბა!!!
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული