სლუცკი: კვარაცხელიამ ნამდვილი ლიდერივით და ოსტატივით ითამაშა

AutoSharing Option
"როსტოვთან" რუსეთის ჩემპიონატზე წაგებული საშინაო მატჩის (1:2) შემდეგ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მეშკოვის მსაჯობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მშობლიურ ვოლგოგრადში დაბრუნდება. მან ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელმაც გოლი გაიტანა.

- დღეს ხვიჩამ ნამდვილი ლიდერივით ითამაშა. ის ლეგიონერების წასვლის მერე პასუხისმგებლობას გრძნობს?
- ვფიქრობ, ასეა. ის ძალიან ყოჩაღია. დიდი ხანია სრული მატჩი არ უთამაშია და აქ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფის არყოფნისას მნიშვნელოვანი იყო, ვის შეეძლო ლიდერობა საკუთარ თავზე აეღო. თუ პოზიტივის ძებნას დავიწყებთ, მაშინ ხვიჩა მართლაც ნამდვილი ლიდერივითა და
ოსტატივით თამაშობდა.

- ეკონტაქტებით თუ არა იმათ, ვინც წავიდა? მათ თუ აქვთ პროგრამა?
- მე ისინი კარიერაში კიდევ შემდეგი ნაბიჯისთვის უნდა მოვამზადო? ამას ვცდილობდი, როდესაც აქ იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კაცი უდიდესი დაბრკოლებაა ხვიჩასთვის. თუ არ წამოვა, ამის გამო არ წამოვა. უყვარს ამ კაცს და აფასებს. პროფესიონალად თვლის და ეხმარება ყველაფერში. ადვილი შესაძლებელია მისი თხოვნის გამო არ/ვერ წამოვიდეს.
რა რთულ პეროდში აღმოჩნდა ხვიჩა.
ნეტა გაუძლოს ამ ყველაფერს.
2
მოთაფლვას უპირებს ეხლა რომ დატოვოს. აქამდე არ იყო ოსტატი და ეხლა გახდა ოსტატი? Fუ... სლუწკი
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული