აქტიურმა ხვიჩამ გაიტანა - Sportall.ge გულშემატკივრებს თხოვნით მიმართავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" 1:2 დამარცხდა.

მსაჯმა მე-19 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი ლისაკოვიჩი უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და სტუმრებმა 2:0 დაწინაურება მოახერხეს. კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, 77-ე წუთზე საჯარიმოდან გოლი გაიტანა, კომპენსირებულ დროში საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დუბლის შესრულება ვერ შეძლო, საფინალო სასტვენის წინ კი ყვითელი ბარათი მიიღო. მან 30 ივლისის შემდეგ პირველად გაიტანა.

ხვიჩამ ჩემპიონატის 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო "რუბინმა" ბოლო 6 შეხვედრიდამ 5 წააგო, 25 ქულით მე-10
ადგილზეა და 20 მარტს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.

და კიდევ: არავინ იცის, კვარაცხელია რუსეთში როგორ მდგომარეობაშია, თვით გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი საუბრისას ძალიან თავშეკავებულია. ამიტომ გულშემატკივრებს ვთხოვთ, ხვიჩას მიმართ კომენტარებში კრიტიკას მოვერიდოთ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არა , ავტოგოლია .
vvvvv
16:08 20-03-2022
0
ვიღაც ვიღაცეებმა და ვითომ გულშემატკივრებმა თავიანთ საქმეს მიხედონ, უაზრო პროპაგანდას თავი დაანებონ თუ ასეთი მაგრები არიან წავიდნენ უკრაინაში და იომონ, არ დამბლოკოთ, არ დამბლოკოთ,კვარაცხელიას კი შეეშვაააან.
qomagi
17:47 15-03-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული