Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩას "ლიდსსა" და "ტოტენჰემს" უკავშირებს - 15 მილიონი ზაფხულში, თუკი "დინამომ" არ შეიძინა...

AutoSharing Option
იტალიური გავლენიანი Gazzetta Dello Sport-ის ბოლო ცნობებით, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინგლისური "ტოტენჰემი" და "ლიდსი" დაინტერესებას ისევ გამოხატავენ.

ქართველი გარემარბი ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. შეთავაზებები, სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაკეთდება და კვარაცხელიას ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება.

"რუბინში" გადასვლის შემდეგ ხვიჩამ მართლაც უდიდეს პროგრესს მიაღწია. ორწელიწად-ნახევრის წარმატების შემდეგ კვარაცხელია მიიჩნევს, რომ დროა კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადადგას, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე და პრემიერლიგის გუნდები ამისთვის მზად არიან.

"ლიდსის" ინტერესი გასაკვირი არაა, რადგან ისინი მალე რაფინიას გარეშე დარჩებიან. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ანტონიო კონტე
ყველაფერს აკეთებს, შეტევაში წარმატება მხოლოდ კეინისა და სონის თამაშზე დამოკიდებული არ იყოს.

21 წლის ასაკში კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო დახვეწოს თავი, როგორც შემტევმა, რაც მას იდეალურ ინვესტიციად აქცევს, განსაკუთრებით, 15 მილიონი ევროს საფასურად.

იწერება, რომ ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდება და ბათუმის "დინამოში" ითამაშებს. ამ შემთხვევაში ლონდონელებს "გალათასარაის" ამომავალ ვარსკვლავ კერემ აკტუროღლუზე გადართვა მოუწევთ.

მომზადებულია thehardtackle-ის მიხედვით

alt"მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ" - "რუბინი" ხვიჩაზე ფოტოშოპს აქვეყნებს

alt"ვწუხვარ, რომ მას საქართველოში უწევს გაქცევა, სადაც წასვლა არ უნდა, საქართველოში ახლა ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია" - კავაზაშვილი კვარაცხელიაზე

altკვარაცხელია ბათუმის "დინამოში"? - ლადო დვალიშვილის კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 9 /
გადავა ინგლისშიც და იტალიაშიც, ყველგან ითამაშებს თუ დააცლით და ბოღმის ვულკანს არ დანნთხევთ თავზე - კაცს სიხარულის და სიამაყის მეტი არაფერი მოუტანია და არ მესმის რატო უნდა ლანძღავდე, მაგრამ რას გაუგებ ნაცებს ჩემო ხვიჩა, მაგათ მარტო აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავის ესმით
ჩეტო
15:53 24-03-2022
13
ეს ღადაობაც აღარაა, ვის ეკაიფებით ჩვენ თუ ხვიჩას? "დინამო" მერე "სამგურალში" უშვებს არენდით, მაგრამ ვერ ვაკავეთ ცეცქძეს, მე უნდა გავწვრთნა ეგ ბიჭიო.
რატი
16:00 24-03-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული