"ინსინიეს შეცვლა არ გაუჭირდება" - იური სიომინმა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, ის ჩვენებურს მოსკოვის "ლოკომოტივში" ავარჯიშებდა და ქართველის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს. 

"ვფიქრობ, ხვიჩა "ნაპოლის" მოუხდება. იტალიელებს მოსწონთ ფეხბურთელები, რომლებსაც ინდივიდუალურად კარგად მოქმედება შეუძლიათ.

უკვე ცნობილია, რომ "ნაპოლიდან" ინსინიე მიდის, კვარაცხელია კი სწორედ მისი სტილის მოთამაშეა და მგონია, რომ ხვიჩა მის შემცვლელად მიჰყავთ.

ეს კვარაცხელიასთვის კარგი ახალი გამოწვევაა... მას იტალიაში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს", - ამბობს სიომინი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
" Sport-24" რამოდენიმე დღის წინ ეს ჯიგარი პალიჩი, რპლ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ასახელებს არსენ ზახარიანს.
კოტე
18:54 01-04-2022
0
არ მგონია ნებისმიერ რუსს ქართველისთვის კარგი უნდოდეს. გულზე გასკდნენ შურისგან, როცა ამხელა პოტენციალი გამოავლინა ხვიჩამ.
რათქმაუნდა ეს ორი რუსი მწვრთნელი დასაფასებელია რადგან ხვიჩას შანსი მსიცეს თავის დროზე მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ ამათი ტკბილი სიტყვებით :)
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული