"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე უცხოური მედია ისევ აქტიურად ავრცელებს ინფორმაციებს და იმედია, ბოლოს და ბოლოს ყველა ჩვენგანის მოლოდინი დაგვირგვინდება.

იტალიური მედია იტყობინება, რომ კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება "არსენალს" სურს, მაგრამ "ნაპოლი" მიზნის მიღწევასთან უფრო ახლოსაა. serieanews.com-ი ბათუმის "დინამოს" სპორტულ დირექტორს, ვლადიმერ დვალიშვილს დაუკავშირდა და სიტუაციის განმარტება სთხოვა. გამოცემის მტკიცებით, დვალიშვილი ხვიჩას "რუბინიდან" გადაყვანას კურირებდა.

- როგორ წარიმართა მოლაპარაკებები? ფეხბურთელი მშვიდ გარემოს ეძებდა?
- მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია. მან მითხრა, რომ მისი ბათუმში წამოყვანის შესაძლებლობა არსებობდა. მე გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი.
ჩვენ ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ზაფხულში ვნახავთ, სამომავლოდ საინტერესო რა მოხდება. ის თავად გადაწყვეტს, სად წავიდეს. ფანტასტიკური შანსი მოგვეცა და არ შეგვეძლო ხელიდან გაგვეშვა. მან თავის წინა კლუბთან ხელშეკრულების გაუქმებას მიაღწია, ჩვენთან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა და "რუბინში" არ დაბრუნდება.

- თქვენ ფიქრობთ, რომ "ნაპოლიში" გადასვლა სურს?
- ეს კითხვა კვარაცხელიას და მის აგენტს უნდა დაუსვათ. გამიხარდება, თუ ისეთ პრესტიჟულ კლუბში მოხვდება, როგორიც "ნაპოლია", მაგრამ მე მათთან ამაზე არასოდეს მისაუბრია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
- ანუ გამოდის ნაპოლში ტრანსფერის შემთხვევაში მილიონები ბათუმში მოდის და მომდევნო წლებში ეს მილიონები გუნდს მოხმარდება და საბოლოოდ ლიგაზე გავალთ ??
- კი მეგობარო ეგრე იქნება
- ძალიან კარგი
rabu
01:11 01-04-2022
1
2 წლიანი კონტრაქტიო და მშვიდი გარემო.. მადლობა დინამო ბათუმს რომ სწორი პოლიტიკა აქვს.. ჯგუფური ეტაპი და ეგააა კარგი კლუბიც.. მშვენიერია ძალიან გაგვახარეთ რომ რუბინთან არაფერი გვაკავშირებს პლუს ბათუმს კარგი შანსები მიეცემა და მომგებიანი ტრანსფერიც იქნება..ხვიჩასთვისაც კარგი ატმოსფერო ჩვენზე იყოს ქომაგებზე..წარმატებები დინამო ბათუმს და ხვიჩას
შავი კაცი
01:04 01-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული