მეხუთე თვეა არ გაუტანია - მიქაუტაძის გოლს ველით

AutoSharing Option
"სერენის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს 27 ნოემბრის შემდეგ თამაშიდან არ გაუტანია (ამ პერიოდში 2 პენალტი გამოიყენა) და ყველა ტურნირზე მისმა უგოლო სერიამ 17 მატჩი შეადგინა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე 26 შეხვედრაში გატანილი 8 გოლია.

სეზონი მიქაუტაძემ "მეცში" დაიწყო, მაგრამ მალევე ისევ "სერენში" გაუშვეს იჯარით, სადაც ჩვეულად დაიწყო თამაში, რასაც ხანგრძლივი ჩავარდნა მოჰყვა და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში აღარ უხმო. ფრანგმა სპეციალისტმა არც დამალა, რომ საქმისადმი გიორგის დამოკიდებულებით კმაყოფილი არ დარჩა და ეროვნული გუნდის წევრს მეტი მოეთხოვება. თუმცა, ისიც აღნიშნა,
რომ ქართველის გუნდი ცუდად ასპარეზობს, ასეთ სიტუაციაში კი თავის გამოჩენა ადვილი არაა.

2 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატის 33-ე ტურში, "სერენი" სტუმრად "ოსტენდეს" დაუპირისპირდება (შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება) და იმედია, მიქაუტაძე ნავსის გატეხვას შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიქაუტაძე რა ჯანდაბა გეტაკა.სირცხვილია
გრეის
07:37 02-04-2022
0
მგონი საქართველოში ქრონიკული და თან სწრაფად გადამდები დაავადებაა, რომელსაც გოლოფობია ქვია მგონი ჟორჟსაც შეხვდა. იმედია მალე დაამარცხებს
იკა
09:11 02-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული