Hamburger Abendblatt-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" დარჩენა სურს და გერმანული კლუბი ამ ვარიანტს განიხილავს.
"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დიდხანს დარჩენა მინდა. ვნახოთ, რა გველის ჩვენ მომავალში", - ციტირებს ჩაკვეტაძეს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ქართველმა თავი კარგად წარმოაჩინა.
ჩაკვეტაძე "გენტს" "ჰამბურგში" იჯარის წესით ზაფხულამდე ჰყავს გაშვებული და გერმანული მედიის მტკიცებით, მისი ბელგიურ კლუბთან 2023 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის გამოსყიდვა HSV-ს მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდება.
ჩაკვეტაძემ გუშინ "პადერბორნთან" მატჩში გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 1:2 დამარცხდა და ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი თითქმის
აღარ აქვს.