"ტოპ-მოთამაშე შეიძლება გახდეს" - "იუვეს" ლეგენდარული პრეზიდენტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა ლუჩანო მოგიმ "იუვენტუსისა" და "ინტერის" შეხვედრა შეაფასა, "ნაპოლის" საჩემპიონო შანსებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ვარმა" "ბიანკონერის" წინააღმდეგ აშკარად შეცდომები დაუშვა, "იუვენტუსი" დასაჯეს. მჯერა, რომ "ნაპოლი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია, საბოლოოდ კი სწორედ ისინი ჩაიბარებენ სერია A-ს თასს. "მილანს" ჩემპიონობისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს. "როსონერის" ისეთი ფეხბურთელები არ ჰყავს, რომლებიც დიდ გამარჯვებას მოუტანენ. "შავ-წითლებს" თავდამსხმელი ენატრებათ.

რაც შეეხება სატრანსფერო ციებ-ცხელებას, კლუბი მშვენივრად მუშაობს. კვარაცხელია, ვიცი, შემდგარი ფეხბურთელია, ტოპ-მოთამაშე შეიძლება გახდეს, წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს" - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" ლეგენდარულმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ,
ქართული და უცხოური მედიასაშუალებები ხვიჩას მომავალ კლუბად "ნაპოლის" მოიაზრებენ. უკვე გავრცელდა კონტრაქტის დეტალებიც.

მომზადებულია tuttosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩამ აშკარად დაუკლო შარშან მთელი რუსული პრესა მაგის ქებაში იყო.ახლანდელი თამაშით ნაპოლში რომც წავიდეს ძირითადში არ დააყენებენ.და საერთოდ თუ ამ ორ თვეში მაგრათ არ მოუმატა 10 მილიონს არავინ გადაიხდის.
შარშანდელი ხვიჩას ფანი
13:09 06-04-2022
1
ლუჩანო მოგია თუ მოჯი თუ როგირც არის რა! თუ ვინმეს გაეგება ალბათ ამ კაცსაც გაეგება ფეხბურთის და აბა შენ იცი კვარა ჯანმრთელობა, იღბალი, ბევრი შრომა და ყველაფერი კარგად იქნება!!! წარმატებები!!!
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული