"ტოპ-მოთამაშე შეიძლება გახდეს" - "იუვეს" ლეგენდარული პრეზიდენტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა ლუჩანო მოგიმ "იუვენტუსისა" და "ინტერის" შეხვედრა შეაფასა, "ნაპოლის" საჩემპიონო შანსებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ვარმა" "ბიანკონერის" წინააღმდეგ აშკარად შეცდომები დაუშვა, "იუვენტუსი" დასაჯეს. მჯერა, რომ "ნაპოლი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია, საბოლოოდ კი სწორედ ისინი ჩაიბარებენ სერია A-ს თასს. "მილანს" ჩემპიონობისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს. "როსონერის" ისეთი ფეხბურთელები არ ჰყავს, რომლებიც დიდ გამარჯვებას მოუტანენ. "შავ-წითლებს" თავდამსხმელი ენატრებათ.

რაც შეეხება სატრანსფერო ციებ-ცხელებას, კლუბი მშვენივრად მუშაობს. კვარაცხელია, ვიცი, შემდგარი ფეხბურთელია, ტოპ-მოთამაშე შეიძლება გახდეს, წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს" - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" ლეგენდარულმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ,
ქართული და უცხოური მედიასაშუალებები ხვიჩას მომავალ კლუბად "ნაპოლის" მოიაზრებენ. უკვე გავრცელდა კონტრაქტის დეტალებიც.

მომზადებულია tuttosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველას გირჩევთ, რომ ლუჩანო მოჯიზე წაიკითხთ, თუ ვინ არის ეგ კაცი. ეს იყო მეისრე და სრულიად შემთხვევით მოხვდა იუვეში და შემდეგ გახდა სერია A ს რისხვა, ეგ აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს იტალიაში. ფეხბურთის ფანატი და უბადლო მცოდნე ამ საქმეში. მისი შეფასება ძალიან ბევრს ნიშნავს. ხვიჩა მალე დაიპყრობს იტალიას.
1
საქართველოს ჩემპიონათში მოთამაშე ბიჭებო!არ დაამტვრიოთ კვარა,ივნისში ნაკრებს ჭირდება!!
სოსო
18:26 05-04-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული