ქეცბაიამ გაიმარჯვა, ოქრიაშვილის "აპოელს" 4 მოთამაშე გაუძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა "ანორთოსისსა" და "აპოელს" შორის საოცარი დრამატიზმით განვითარდა. თემურ ქეცბაიას გუნდმა 1:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სტუმრებმა კი შეხვედრა 7 ფეხბურთელით დაასრულეს.

გიორგი ლორია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, სტუმართა მხრიდან კი ქართველებიდან მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშა, ისიც დასკვნითი 21 წუთი.

ნიქოზიელები ზღვარგადასულად უხეშობდნენ. anorthosis24-ი წერს, რომ სტუმრების არა 4, არამედ 14 მოთამაშე უნდა გაეძევებინათ.

შეხვედრის ერთადერთი გოლი იმ ვარდამ გაიტანა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ გიორგი ქვილითაიას დაპირისპირება მოუწია და საკმაოდ პროვოკაციულადაც აღნიშნა.

2 მატჩის ჯამში ანგარიში
2:2 დაფიქსირდა, თუმცა ამ ტურნირზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესი გაუქმებული არაა და შემდეგ ეტაპზე "ანორთოსისი" ითამაშებს.

altქეცბაიასა და ლორიას მხოლოდ ოქრიაშვილი დაუპირისპირდება - მატჩის დღე

altქეცბაია: არ მსურს, ჟურნალისტებს ყურადღება მივაქციო - 4 გოლი ქართველების "აპოელს" და ქვილითაიას ტრავმა



მკითხველის კომენტარები / 4 /
არცერთს არაფერი არ ესაქმება ნაკრებში, დაუშვილზე ლაპარაკი ზედმეტია, ქვილითაიასგანაც არაფერი არ გამოვა, ჰა ჰა, შეიძლება ოქრიაშვილმა ერთი ტაიმი ითამაშოს ნაკრებში, თუ არა და არც ეგ იქნება ტრაგედია.
07 აპრილი 2022 15:38
3
ჯიგარ ჯიგარ ჯიგარ გაიხარე..........................
aron
07 აპრილი 2022 13:18
1
მაგარო დასის ფანტასტიკ წინ წინ
kaka
07 აპრილი 2022 11:13
1
წავიდნენ ქართველები და ათამაშდა ანორთოსისი
ნიკა
07 აპრილი 2022 11:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული