ყაზაიშვილის ძალიან ლამაზი ტრიველა გადამწყვეტი აღმოჩნდა [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "ულსან ჰიუნდაის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ჩემპიონატში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს "დაეგუსთან" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ვაკომ შეხვედრის 76-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ე.წ. "ტრიველა" დარტყმით ბურთი სტუმართა კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა. მასპინძლებმა 3:1 გაიმარჯვეს, ამ მოგებით კი "ულსანმა" 23 ქულა დააგროვა და ლიდერობა გაიმყარა.
ქართველი ნახევარმცველისთვის კი ეს მერვე მატჩში გატანილი მეორე გოლი გახლდათ. ყაზაიშვილს 1 საგოლე გადაცემაც აქვს გაკეთებული. მომდევნო 6 მატჩს "ულსან ჰიუნდაი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, სადაც იაპონურ "კავასაკი ფრონტალეს", ჩინურ "ხუანჭოსა" და მალაიზიურ "ჯოჰორ დარულ ტაზიმს" დაუპირისპირდება.