კრაკოვის "ვისლაში" იჯარით სეზონის ბოლომდე გადასულმა გიორგი წიტაიშვილმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა.
პოლონეთის ექსტრა-კლასას 28-ე ტურში "ვისლამ" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "გურნიკი". გიო მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და მისი პასით სტეფან სავიჩმა მასპინძლები დააწინაურა. ამის შემდეგ კრაკოველებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს. სტუმართაგან ერთადერთი გოლის ავტორი გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკია.
"ვისლა" 28 ქულით მე-16 ადგილზეა და 18 აპრილს ვროცლავში "შლიონსკს" დაუპირისპირდება.