"მამარდაშვილი დიდებული იყო" - ბორდალასი

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ (1:1) მშვენიერი მატჩის შემდეგ "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კომენტარი გააკეთა და ქართველი მეკარის თამაში შეაქო:

"მამარდაშვილი დიდებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაუშვა, შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. გაშვებულ გოლში ბრალი მთელ გუნდს მიუძღვის - შეტევაში ვიყავით, ბურთი დავკარგეთ და კონტრშეტევაზე მცველების ზურგს უკან სივრცე ვერ შევზღუდეთ. მოთამაშეებსაც ვუთხარი, რომ იმ ეპიზოდში მეტი ყურადღებით უნდა გვეთამაშა."

შეგახსენებთ, მამარდაშვილს 6 "მშრალი" მატჩი ჰქონდა, ამ შეხვედრაშიც რთული დარტყმები მოიგერია, თუმცა საკუთარ კარში გოლი მაინც მიიღო. გიორგიმ ესპანური მედიის ქება დაიმსახურა.

"ვალენსიას" მთელი ყურადღება ახლა თასის ფინალისკენ აქვს (23 აპრილს "ბეტისთან"), მანამდე კი ესპანეთის ჩემპიონატში 2 მატჩს გამართავს.

altMarca: რომ არა გასაოცარი მამარდაშვილი, "ვალენსიას" დაუმარცხებელი სერია დასრულდებოდა

altმამარდაშვილის მორიგი კარგი მატჩი და ხელიდან გაშვებული გამარჯვება მადრიდში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი გიო! შენთან ვართ მთელი გულით!
ირაკლი
15:51 12-04-2022
0
ხშირად იწერება, რომ ჩვენებურის კარგი თამაშის გამო სილესენი სხვაგან უნდა გადავიდეს. ახლა კი მამარდა ყოველ თამაშზე ისე უმატებს, რომ სწორედ მას მოუწევს ალბათ ვალენსიაზე უკეთეს გუნდში გადასვლა...ნიჭი და შრომისმოყვარეობა... მისაბაძია ეს ბიჭი...
merabi-1960
17:55 12-04-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული