წიტაიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში ისევ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასაში კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც უკრაინაში ომის გამო კრაკოვის "ვისლაში" გადავიდა.

წიტაიშვილის გუნდი 30-ე ტურში საკუთარ მოედანზე 3:4 დამარცხდა პლოცკის "ვისლასთან". გიორგის პასით 71-ე წუთზე ზდენეკ ონდრაშეკმა ანგარიში გაათანაბრა (3:3), მაგრამ მეტოქემ 90+11-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. გიორგი 83-ე წუთზე შეცვალეს.

გიომ ჩემპიონატის 3 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ტურის სიმბოლურშიც დაასახელეს.

"ვისლა" 29 ქულით მე-16 ადგილზე დარჩა, ექსტრაკლასაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 1-ელ მაისს ოთარ კაკაბაძის "კრაკოვიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი სანამ საქართველოს მოქალაქე გახდებოდა ვლანძღავდი ეხლა კი ნაკრებში რო თამაშობს ყველაზე მეტად ვაფასებ ნაკრების ფეხბურთელებიდან ყველაზე გულიაიანად თამაშობს და ყველაფერს დებს თამაშში ზოგ ზოგიერთ ფეხბურთელს კი უბნის სტადიონზე გონია თავი და ისე თამაშობს არასერიოზული დამოკიდებულებით
ტოტტი
07:50 26-04-2022
0
მე მგონი წიტას ცენტრში თამაშიც შეუძლია, კიტეს მაგივრად.
ლევან მაღლაკელიძე
10:42 26-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული