"ჩაკვეს" ისევ არ უთამაშია, "ჰამბურგმა" მოიგო

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში "ჰამბურგმა" "ჰანოვერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები რობერტ გლაცელის 2 გოლის წყალობით დაწინაურდნენ, გერმანელმა ფორვარდმა თავი მე-13 და მე-20 წუთებზე გამოიჩინა.

სტუმართა მხრიდან სებასტიან კერკმა 22-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"დინოზავრების" შემადგენლობიდან მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე ისევ არ გამოჩენილა, ბოლოს ქართველმა ფეხბურთელმა 19 აპრილს გერმანიის თასის ნახევარფინალში "ფრაიბურგთან" (1:3) ითამაშა, იმის შემდეგ კი თავის გამოჩენის შანსი აღარ ეძლევა. უკვე ცნობილია, რომ "ჩაკვე" ზაფხულში "ჰამბურგს" დატოვებს და ბელგიაში დაბრუნდება.

რაც შეეხება გერმანულ გუნდს, ქართველი
ლეგიონერის ამჟამინდელი გუნდი 33 ტურის შემდეგ 57 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ბუნდესლიგაში გადსავლის შანსს ინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჰამბურგის სასტარტო შემადგენლობს ნახევარმცველი Suhonen-ი დაშავდა ვარჯიშის დროს.
შეიძლება, მიეცეს გიორგის თამაშის შანსი.
ქ. გ.
12 მაისი 2022 12:47
0
ეს მომენტი დროებითია. ჩაკვეს იმხელა პოტენცია გააჩნია, ამასაც გადალახავს და უფრო დიდ სიმაღლეზე ავა! წარმატებები!
თენგაბი
08 მაისი 2022 10:10
1
მოდით რეალურად ვთქვათ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი დღეს რომელიც მოხვდა ტოპ ლიგაში თავი დაიმკვიდრა და მოახდინა საკუთარი ნიჭის და პოტენციალის რეალიზება ეს არის მამარდაშვილი. ასევე კვარაცხელა რომელსაც აქვს კარგი ევროპული პერსპექტივა და აგერ გადადის და ვმახავთ შეძლებს თუ არაა გუნდის ძირითადში თავის დამკვიდრებას წარმატებებს ვუსურვებ. კიდევ არის რამდენიმე ქართველი იმედის მომცემი ახალგაზრდა ვისაც შეუძლია განვითარება და მაღალი დონის ლიგაში მოხვედრა და იქ თამაში აქვთ ამის პოტენციალი დავითაშვილი აზაროვი მიქაუტაძე კიტეიშვილი. სამწუხაროდ ჩაკვეტაძე არის უკვე წარსული(( ჩაკვეტაძე 4 წლის წინ იყო ძალიან იმედის მომცემი პერსპექტიული ფეხბურთელი რომელმაც სამწუხაროდ ვერ გამართლა სხვადასხვა მიზეზების გამო მასზე გაცემული ავანსები.
ზაზა
08 მაისი 2022 03:54
4
ქართველი რომ საზღვარგარეთ მიდის იქ სამი გზაა... ან უნდა იმუშაო ჩესნად პატიოსნად.. ან უნდა იკაიბიჭო და განარკომანდე და კაიფში იყო უმეტესად ანაც უნდა იყაჩაღო...ამას ფული აქვს ყაჩაღობა არუნდა.. შრომაც არუნდა.. დარჩა მესამე და ვინც მაგ გზას დაადგა არავის კაი არ დაზდგომია
რონი
08 მაისი 2022 11:19
2
ძალიან უცნაური სიტუაცია ჩაკვე გადავიდა როგორც წერდნენ ვარჯიშობდა ინდომებდა მწვერთნელიც ათამაშებდა რამდენიმე მატჩი ძირითადშიც დაყენა ჩაკვეც ნელ ნელა შედიოდა ფორმაში იქ რამდენიმე მომენტი შექმნა იქ გოლი გაიტანა საგოლე პასი გაკეთა და უცებ თასის ქაგებული თამაშის შემდეგ თითქოს ჩაკვეს გამო წააგეს თასი აღარ გაკარეს მოედანს მე მესმის რომ დრამშტატმა გუშინ წააგო და ახლა ჰამბურგს მართლა რეალური შანსი გაუჩნდა ბუნდესლიგაში გადასვლის და მწვრთნელი ეყრდნობა ძირითად ბირთვს თუმცა ჩაკვეს უცებ ასეთი დაიგნორება ძალიან უცნაურია. რას ითხოვდნენ არ მესმის ეგრევე მესივით უნდა ეთამაშა და 20 გოლი გაეტნაა? თვითონაც ხო იცოდნენ რომ არ ქონდა სათამაშო პრაქტიკა კლუბი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ და ვერ იფრენდა.
გიო
08 მაისი 2022 03:45
3
დაგვტანჯა ამან უკვე, შეუერთდა მარად მწვანე ნიჭიერებს ეხლა ზოგი ავეჯის გადაზიდვაზე რო მუშაობს და ზოგის სად ამერიკაში, არ გინდოდა რძე და ყველიო ზუსტად ამაზეა ნათქვამი
Lasha
08 მაისი 2022 01:44
3
ჩაკვეს არ უთამაშია ბოლო 2:1 მოგებული თამაში, მაგრამ სარბენ ბილიკზე მთელი თამაშის პარალელურად "ხურდებოდა".
ჟურნალისტებო გაარკვიეთ რამე? რეალურად რა ხდება მის გარშემო? თუ არ ჭირდება გუნდს, რატომ იყო სათადარიგოებში?
ვაჟა მასწავლებელი
08 მაისი 2022 01:24
4
სულ ერთი და იგივე კომენტარებს რომ წერთ და აქედან არცერთი გამამხნევებელი არ არის, არ გეზარებათ ამდენი თვითგვემა და ნეგატივი?
იყო ასეთი ფეხბურთელი, ბოიან კრკიჩი, ბარსაში თამაშობდა, მესის და ინიესტას გვერდით 17 წლის ასაკში. ყველა სასწაულ მომავალს უწინასწარმეტყველებდა თუმცა ჩაიკარგა და დღეს მის შესახებ არავინ იცის. ფეხბურთი ყველაზე ნაკლებ პოროგნოზირებადი სპორტია, შეიძლება ისეთ ასაკში გაიბრწყინოს ჩაკვეტაძემ არავინ რომ არ ველით, ჯერ სულ რაღაც 22 წლისაა და რა დროს მისი ჩამოწერაა. შეიძლება ვერ გაიბრწყინოს ვერასდროს და ყაზახეთთან და ანდორასთან გატანილი გოლები დაგვჩეს მოსაგონრას. ბოიან კრკიჩი ჩემპ. ლიგაზე იტანდა გოლებს და იმან ვერ გაამართლა და ეს რადიკალურად დადებითი ან უარყოფითი რეაქციები რატომ გვაქვს ჩაკვეტაძის მიმართ არ მესმის.
არ ჭირდება ეს თავში ხელების ცემა თქვენგან, თავად უკეთ იცის, რომ არ მისდის საქმე კარგად, თუმცა ისეთ ასაკშია ყველაფერი წინაა.
გამოსწორებადია!!!
Winter
07 მაისი 2022 20:54
8
საქმე ხან კარგად წაგივე,ხან ცუდად, ეს ჩვეულებრივი პროცესია,იმ ადამიანის ვინც საქმეს აკეთებს,მაგრამ თუ გენტის,ნაკრების და ჰამბურგის მწვრთნელი ამბობს,რომ ის საქმეს არ აკეთებს და არასერიოზულად ეკიდება,აქ განწირულია ნებისმიერი საქმე.
საქართველო
08 მაისი 2022 01:18
1
პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთან უფრო ჩანს თორე არაა ეგრე რომ იქ ყველა ნიჭიერი ამართლებდეს და აქ არავინ. ასე მარტო შავ-თეთრში არ ვხედავ. აგერ მამარდაშვილის მიმართ შარშან ზაფხულზე ყველა სკეპტიკურად იყი განწყობილი, მესამე მეკარედ მიდისო ეცინებოდათ, მაგრამ კი ვხედავთ სადაცაა. კვარას ჩავარდნილი თამაშის მერე ეგრევე ჯვარს ვაცვამთ და დამთავრდა მისი კარიერაო ვიძახით, მერე შვედეთის რომ გაუტანს ისევ ავყიჟინდებით.
გულშემატკივარშიც უდიდესი პრობლემაა. მარტო სპორტსმენი არაა ყველაფერში დამნაშავე. სათანადო მოტივაციას არ ვაძლევთ გულშემატკივარი, ეგრევე გადავუვლით ან გავაღმერთებთ. გაღმერთების მერე აუცილებლად დავანარცხებთ ისევ მიწაზე.
ამ დროს შეგვიძლია ადეკვატურად შევხედოთ, ნიჭიერი ადამიანი გავამხნეოთ, შევაქოთ და ეგრევე ერის გადამრჩენელი და ერის იმედი არ ვუწოდოთ ყველას. ნაკლები მოლოდინი-მეტი წარმატება!!
Winter
07 მაისი 2022 23:44
0
ყველა გამოხმაურება
ჩაკვეს 2.5 ნახევარი ფაქტიურად ფეხბურთი არ უთამაშია ძალიან დიდი დრო გაუცდა აქედან გამომდინარე მას სჭირდებოდა ისეთ კლუბში გადასვლა სადაც მას ექნებოდა სათამაშო დრო სათამაშო პრაქტიკის გარეშე ფორმას ვერ აღიდგეს ეგ შეუძლებელია და ჰამბურგი რომელიც იბრძვის პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელად ამბიციური გუნდია პლიუს როცა მივიდა ამ გუნდში მის პოზიციაზე გუნდის ლიდერები თამაშობდნენ რომლებიც სულ ძირითადში იყვნენ და მათი ამოგდება ძალიან რთული იქნებოდა როცა გუნდი უკვე დაბალანსებულია მწვრთნელი ჩამოყალიბებულია შემადგენლობაზე და როცა გადმოდის ფეხბურთელი რომელსაც თავის კლუბში 2.5 წელიწი ნახევარი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს იმას მოთხოვო ეგრევე რომ გუნდის ლიდერებზე მაღალი დონე აჩვენოს და იმ დონეზე თამაში რა დონეზეც ისნი თამაშობენ ეგ შეუძლებელია მგონია მე აზრით ჩაკვეს ახლა სჭირდება ნაკლებად ამბიციური გუნდი სადაც მას ექნება გარანტირებულად სათამაშო დრო რომ ითამაშოს და ნელ ნელა ფორმა აღიდგინოს ამიტომაც ვფიქრობ რომ ჯობია ახლა ჩამოვიდეს საქართველოში და დროებით ითამაშოს ქართულ ლიგაში დინამო თბილისი დინამო ბათუმი საბურთალო გაგრაა სადაც მას ექნება სათამაშო დრო. სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვერც ფორმას ვერ დაიბრუნებს და ვერც განწყობას ხალის და ფსიქოლოგიურ სიძლიერეს.
ზაზა
07 მაისი 2022 20:46
9
მას ახლა სჭირდება რამე რაც მოტივაციას მისცემს და საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს!!! საცოდაობაა ასეთი ნიჭის დაკარგვა! !!
ნკ
07 მაისი 2022 19:43
1
იქნებ ვინმემ გააკეთოს ანალიზი და გაგვაგებიოს რა მიზეზია ამის ვერ თამაშის
შოკირებული გულშემატკივარი
07 მაისი 2022 18:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული