ქეცბაიამ გაიმარჯვა, ჩემპიონთა ლიგის შანსი დაიბრუნა, თუმცა...

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" "პაფოსი" (1:0) დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ფამაგუსტელები უფრო მეტზეც ფიქრობენ. გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა. მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა ისაუბრა:

"დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. მეც და ხალხიც გუნდით ვამაყობთ. იოლი თამაში არ იყო, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ზეწოლასა და დაღლილობას ვგრძნობდით. წინ ვიხედებით, ორი თამაში დაგვრჩა და მეორე ადგილის შანსები ჯერ კიდევ გვაქვს. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ჩვენ შეგვხვდა, ძალები ვიპოვეთ. პირველ ტაიმში კარგად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორეში თამაშს ვაკონტროლებდით."

15 მაისს
დაძაბული შეხვედრა გველის - ოქრიაშვილის, ქვილითაიასა და დაუშვილის მეორეადგილოსანი "აპოელი" სწორედ "ანორთოსისს" უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულაა. ქეცბაია მე-2 ადგილსა და ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, კონფერენს ლიგის საგზური "არისს" დაუთმოს, რომელიც ბოლოსწინა ტურში, ფაქტობრივად უკვე ჩემპიონს, რევაზ ინჯგიას "აპოლონს" დაუპირისპირდება.

altოქრიაშვილის გოლი-შედევრი კვიპროსში [VIDEO]

altქეცბაია: მჯერა, რომ ყველაფერი მაშინ გადაწყდა...

altქეცბაიამ უიღბლობაზე დაიჩივლა - ფინალის ტოლფასი მატჩი კვიპროსში

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგრი წინ წინ გაიხარე ხირსი ხარ ქეც
kaka
11:50 10-05-2022
4
ეს ინჯგია იმ მილიონერის შვილია დომ?გადაიხადა ალბათ მამამისმა და აიყვანეს გუნდში…
vano
15:10 10-05-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული