მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ჰამბურგმა" პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
რამდენიმე კვირის წინ „ჰამბურგს“ მესამე ადგილზე გასვლის შანსი თითქმის არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და პლეი-ოფში გასასვლელად უკანასკნელ ტურში როსტოკში უმოტივაციო „ჰანზას“ დამარცხება მართებდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ HSV-მ - თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო - 3:2. „ჰამბურგის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის კონტრაქტსაც „გენტისგან“ არ გამოისყიდიან, ისევ სათადარიგო იყო.
პლეი-ოფში „ჰამბურგი“ „ჰერტას“ დაუპირისპირდება - პირველი მატჩი 19 მაისს ბერლინში გაიმართება, ხოლო საპასუხო 23 მაისს ჰამბურგში.
ჯანმრთელობასა და შიშის დაძლევას უსურვებ გიორგი ჩაკვეტაძეს.