"ჰამბურგი" პლეი-ოფში - ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგოთა სკამზე

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ჰამბურგმა" პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

რამდენიმე კვირის წინ „ჰამბურგს“ მესამე ადგილზე გასვლის შანსი თითქმის არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და პლეი-ოფში გასასვლელად უკანასკნელ ტურში როსტოკში უმოტივაციო „ჰანზას“ დამარცხება მართებდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ HSV-მ - თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო - 3:2. „ჰამბურგის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის კონტრაქტსაც „გენტისგან“ არ გამოისყიდიან, ისევ სათადარიგო იყო.

პლეი-ოფში „ჰამბურგი“ „ჰერტას“ დაუპირისპირდება - პირველი მატჩი 19 მაისს ბერლინში გაიმართება, ხოლო საპასუხო 23 მაისს ჰამბურგში.

დრეზდენის „დინამო“ საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა „აუე“-სთან, სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი დაიკავა და მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შესანრჩუნებლად პლეი-აუტში ბრძოლა მოუწევს. „დინამოში“ 85-ე წუთამდე ითამაშა გურამ გიორბელიძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დაანებეთ ჩაკვეტაძეს თავი,კარგი ფსიქოლოგი დაუქირავეთ იქნებ შემობრუნდეს,არადა ასეთი ტალანტების დაკარგვას მიჩვეული ვართ და შევეგუოთ.
ჯანმრთელობასა და შიშის დაძლევას უსურვებ გიორგი ჩაკვეტაძეს.
თერჯოლელი
20:51 15-05-2022
1
ჩაკვეს ადგილზე რომ თამაშობდა დღეს 27 მნომერი იმან საშინლად ითამაშა და 48 წუთზე შეცვალეს და გამოვიდა ის ზანგი ფარიდე და იმან საერთოდ ჩააფლავა უარესად ითამაშა და ჩაკვე კი მაინც სკამზე დატოვეს @@
zura222
20:33 15-05-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული