"ჰამბურგმა" ბერლინში ჩაკვეტაძის გარეშე გაიმარჯვა და ბუნდესლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პლე-ოფის პირველ მატჩში "ჰამბურგმა" გასვლაზე "ჰერტა" 1:0 დაამარცხა.

ბერლინის პირთამდე სავსე ოლიმპიურ სტადიონზე სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, გოლი კი მეორე ტაიმში ნახევარმცველმა ლიუდოვიტ რეისმა გაიტანა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 23 მაისს "ფოლკსპარკშტადიონზე" გაიმართება და HSV-ს ბუნდესლიგაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს.

ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი". 76 000 მაყურებელი

ჰერტა - ჰამბურგი 0:1
გოლი: რეისი (57)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან მწყდება გული რომ ჩაკვეტაძემ ამ გუნდში ვერ წარმოაჩინა საკუთარი თავი და ვერ აჩვენა ის ფეხბურთი რაც შეუძლია არადა მონაცემებით ნიჭით ტალანტით და პოტენციალით ჰამბურგის ყველა ფეხბურთელს ჯობია. საკუთარი თავისგან ვფიქრობ უფრო ბევრი უნდა მოითხოვოს თუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდა.
გიორგი
01:04 20-05-2022
3
ძალიან სამწუხაროა და დასანანია, მაგრამ ფაქტია!!! ვერცერთი ჩვენი ფეხბურთელი ვერ თამაშობს ევროპის ნორმალურ კლუბში მაღალ დონეზე (წარმატებები ხვიჩა!!!) და სისტემატიურად, გაიცემა ხოლმე დიდი იმედები მაგრამ შემდეგ ეს იმედები არ მართლდება!!! სანამ რეალობას თვალ არ გავუსწორებთ, არ ვაღიარებთ რომ რაღაცაშია პრობლემა და ამ პრობლემების აღმოფხვრაზე არ ვიმუშავე არაფერი გვეშველება ვიქნებით სულ ასე საშუალოსთან მიახლოვებულ დონეზე და ისიც არასისტემატიურად. წარმატებები ქართულ ფეხბურთს!!!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული