მამარდაშვილი სეზონის აღმოჩენათა გუნდში დასახელდა

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანურმა ჟურნალმა Marca-მ სხვადასხვა კატეგორიაში გასული სეზონის საუკეთესო გუნდები დაასახელა.

ჩვენდა სასიხარულოდ, ლა ლიგის აღმოჩენების გუნდში "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. შეგახსენებთ, "მამარდამ" წლევანდელ პრიმერა დივიზიონში ვალენსიელთა კარი 18-ჯერ დაიცვა და მშრალად 8-ჯერ შეინახა.

Sportall.Ge

მამარდაშვილთან ერთად Marca-მ თერთმეტეულში შეიყვანა: დავიდ გარსია ("ოსასუნა"), რეინილდო ("ატლეტიკო"), ალექს მორენო ("ბეტისი"), ალვარო გარსია ("რაიო ვალეკანო"), კამავინგა ("რეალი"), გავი ("ბარსელონა"), პეპელუ ("ლევანტე"), პერე მილა ("ელჩე"), ენეს უნალი ("ხეტაფე"), ნიკო უილიამსი ("ატლეტიკი").

Sportall.Ge

რაც შეეხება სეზონის გუნდს, თერთმეტეული შემდეგნაირია:

ბონო ("სევილია"), დავიდ ალაბა ("რეალი"), დიეგო
კარლოსი ("სევილია"), რონალდ არაუხო ("ბარსელონა"), იანიკ კარასკო ("ატლეტიკო"), ლუკა მოდრიჩი ("რეალი"), პედრი ("ბარსელონა"), ნაბი ფეკირი ("ბეტისი"), ვინისიუსი ("რეალი"), დე ტომასი ("ესპანიოლი"), ქარიმ ბენზემა ("რეალი").


მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდ წარმატებას გისურვებ გიორგი და მრავალ გამარჯვებას,უბრალოდ ერთი რამ იცოდე და გახსოვდეს რომ სულ უნდა იშრომო არ გაჩერდე და არ დაიზარო შრომა.გაიხარე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
გეგი
18:45 24-05-2022
0
ჯოსო კარგი ნათლია ჰყავს ,სახელის არჩევაში სნაიპერი :)
საბა
17:56 24-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული