მამარდაშვილი ტენ ჰაგის სიაშია - "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს ქართველი მეკარის დამატება პირადად სურს

AutoSharing Option
teamtalk.com-ი იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება უნდა და ეს "წითელი ეშმაკების" ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სურვილია.

ნიდერლანდელი მენეჯერი უკვე შეხვდა "ოლდ ტრაფორდის" ბინადართა აღმასრულებელ დირექტორ რიჩარდ არნოლდსა და სპორტულ დირექტორ ჯონ მურტოუს, სადაც სამომავლო გეგმები განიხილეს. 

საიტი წერს, რომ ტენ ჰაგი წასვლის მსურველებს ხელს არ შეუშლის, თავად კი იცის, სად უნდა გააძლიეროს შემადგენლობა და ერთ-ერთი ასეთი მეკარის პოზიციაა, სადაც გიორგი მამარდაშვილი ჰყავს შეგულებული.

უკვე ცნობილია, რომ "იუნაიტედს" ვეტერანი, 39 წლის კარის დარაჯი ლი გრანტი
დატოვებს. წამსვლელთა შორის სახელდება 25 წლის დინ ჰენდერსონი, რომელსაც მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ამით უკმაყოფილოა... შესაბამისად, დავიდ დე ხეას ერთადერთ კონკურენტად 36 წლის ტომ ჰიტონი რჩება. 

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ტენ ჰაგს დე ხეას კონკურენტად მამარდაშვილის მოყვანა სურს, სატრანსფერო თანხად კი 15 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
არცერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს. დე ხეა 32 წლის ხდება და ჯერ ფორმაშია. გიორგის მაგის ამოგდება ჯერ გაუჭირდება. ვალენსიაში კი მყარად ჩაჯდა ძირითადში. სადმე თუ გადავა, გარანტირებულად ძირითადის მეკარედ უნდა გადავიდეს
სტუმარი
16:37 26-05-2022
3
ეს ტრანსფერი ყველასათვის კარგი იქნება გარდა მამარდაშვილისა. ვალენსია დაახლოებით 15000000-ან ფინანსურ მოგებას ნახავს, მანჩესტერი კარგ სათადარიგო მეკარეს შეიძენს, მამარდაშვილი კი სათადარიგო სკამზე დაჯდება...უკაცრავად მაგრამ ეს რომ გაგიხარდეს ან მტერი უნდა იყო ან შტერი :)
ვახო
15:58 26-05-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული