AS: "მანჩესტერ იუნაიტედი" მამარდაშვილით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ქართველმა მეკარემ ინგლისური გუნდების, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო. ვალენსიურ გუნდს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ესპანური AS-ი "მამარდაზე" საუბრობს, სადაც მის მიერ ჩატარებულ სეზონს ბრწყინვალეს უწოდებს. მოლაპარაკებები "ვალენსიასა" და მამარდაშვილს შორის კარგად მიმდინარეობს და გიორგი გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენებურის კანდიდატურას რამდენიმე ინგლისური გუნდი, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედი" განიხილავს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "წითელ ეშმაკებს", სავარაუდოდ, ინგლისელი კიპერი დინ ჰენდერსონი დატოვებს, მედიაში კი მის შემცვლელად 1.99 მეტრის სიმაღლის მქონე ქართველი მეკარე სახელდება. ასევე ამბობენ, რომ ტრანსფერის
გაჩარხვის შემთხვევაში გიორგი "იუნაიტედის" კარს ევროპა ლიგაზე დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ ამ სეზონში ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვალენსია აღარც ტიტულოვანი და აღარც წამყვანი კლუბია.აქვს უზარმაზარი ფინანსური პრობლემები.ჩემი აზრით თუ რეალური იქნება წინადადება იუნაიტედიდან 100% ით უნდა დათანხმდეს გიოც და მისი მენეჯერიც.დღეს ინგლისური კლუბები აღმართზე არიან(ესპანეთისგან განსხვავებით,სადაც მხოლოდ რეალი შემორჩათ გრანდის ტიტულის მატარებლად).ვალენსიაში კი დღეს ისეთი მდგომარეობაა,რომ ფეხბურთელი შეეჩვევა წაგებებს და კლუბში არეულობებს,5აც ამ კლუბისთვის უახლეს მომავალში გარდუვალია.
წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა რომ მიაღწევს კიდეც( თუ იშრომებს და ქართველების სენი არ დაემართება- ნიჭიერია,მაგრამ ზარმაცი)
სანდრო
01:23 27-05-2022
0
გიორგი ძაან სწრაფად"ცაში აფრინდა"! სიფრთხილეა საჭირო, საფეხბურთო კარიერა არ გაემრუდოს. კარგად არის მორგებული ძლიერი ლიგის სახელოვან გუნდში. ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, გამოუცდელი! ამ ეტპზე დიდი რისკია უფრო ძლიერ გუნდში გადასვლა!
....
05:24 26-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული